Magdalena Posted January 12, 2019 Posted January 12, 2019 კომპანია Seagate Technology-მ Consumer Electronic Show 2019-ზე წარადგინა მყარი დისკების ხაზი - Backup Plus. სერიაში შევიდა Backup Plus Ultra Touch დისკები, რომელთა კორპუსიც ნაჭრის ქვეშაა დაფარული. ამ სერიის დისკები ხელმისაწვდომი იქნება თეთრ და შავ ვარიანტებად. მათი ტევადობა შეადგენს 1 და 2 ტერაბაიტს. გათვალისწინებულია სიმეტრიული USB 3.0 Type-C პორტი. აქვს ინფორმაციის აპარატული დაშიფვრის მხარდაჭერა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1 და 2 ტერაბაიტი მოცულობის მქონე Backup Plus Slim მყარი დისკებიც. ეს დისკები ალუმინის კორპუსითაა და ფერების მხრივ ხელმისაწვდომი იქნება შავი, ვერცხლისფერი და ღია-ცისფერი ფერები. პერსონალურ კომპიუტერთან მიერთებისთვის განკუთვნილია USB 3.0 პორტი. და ბოლოს, დაანონსდა დისკები - Backup Plus Portable – 4 და 5 ტერაბაიტი მოცულობით. ამ დისკებში გამოყენებულია USB 3.0 ინტერფეისი. მყიდველებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ შავ, ვერცხლისფერ და ცისფერ ფერებში. ყველა ახალი დისკი თავსებადია კომპიუტერებთან, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Apple macOS-სა ან Microsoft Windows-ზე. მომხმარებლებს შეეძლებათ მონაცემთა სინქრონიზაციისა და სარეზერვო კოპირების შესრულება. მყარი დისკების გაყიდვა მიმდინარე კვარტალში დაიწყება. https://3dnews.ru/980840 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.