Magdalena Posted January 12, 2019 Posted January 12, 2019 ამერიკულმა მწარმოებელმა Caper-მა წარადგინა სმარტ-კალათი, რომელიც სამომავლოდ ჩაანაცვლებს სალაროებს სუპერმარკეტებში. კალათი თავისით წონის პროდუქტებს, ითვლის საფასურს და იღებს თანხას Apple ან Android pay-ს მეშვეობით - წერს TechCrunch. კალათში ჩამონტაჟებულია კამერები, რომელთაც შეუძლიათ ამოიცნონ პროდუქტები და დაასკანერონ. სისტემაში რეგისტრირდება შეძენილი პროდუქტები და სისტემას შეუძლია სიიდან გამორცხოს რომელიმე პროდუქტი, თუკი მომხმარებელი შეძენას გადაიფიქრებს. კალათში ჩამონტაჟებულია სასწორი, რომლითაც შესაძლებელია ხილის, ბოსტნეულის და ზოგადად იმ ტიპის პროდუქტის აწონვა, რომლებიც წონით იყიდება. არჩეული ყველა პროდუქტი გამოისახება სენსორულ ეკრანზე ცალკეული და საბოლოო ფასით. ამავე ეკრანზე გამოსახული იქნება სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლებები, სამომავლოდ კი - რეკომენდაციები პროდუქტებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა შეიძლება დავამატოთ უკვე ნაყიდ პროდუქტებს თემატურად. ასევე, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სავაჭრო გიგანტმა Walmart-მა დააპატენტა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აფიქსირებს ყველანაირ ხმას მაღაზიაში და აანალიზებს საუბრებს. ნეიროქსელი უსმენს თანამშრომლებსა და მყიდველებს რეალურ დროში. https://hightech.fm/2019/01/11/smart-truck 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.