Magdalena Posted January 11, 2019 Posted January 11, 2019 მთელი 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micro-Star International-მა (MSI) მოახდინა დაახლოებით 1,2 მილიონი გეიმინგ-ლეპტოპის მიწოდება და ელექტრონიკის ამ სეგმენტში გახდა მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებელი როგორც რიცხობრივი, ასევე ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით. მეორე ადგილს, რესურს DigiTimes-ის ცნობით, იკავებს ASUSTeK Computer. MSI PS63 Modern როგორც წყაროები აღნიშნავენ, 2018 წელს გეიმინგ-ლეპტოპების ბაზარი 10 %-თ გაიზარდა. თუმცა ეს მაჩვენებელი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან წინა წლებში ზრდის ყოველწლიური მაჩვენებლის 20-30% მატება ფიქსირდებოდა. 2019 წლისთვის ექსპერტები პროგნოზირებენ საერთო ტემპების ვარდნას ამ სეგმენტში. გეიმინგ-ლეპტოპების მწარმოებლები ეძებენ ახალ ბაზრებს. კერძოდ, კომპანია MSI-მ CES-გამოფენაზე წარადგინა მძლავრი პორტატული კომპიუტერი PS63 Modern - გრაფიკული ამაჩქარებლით - GeForce GTX 1050 Max-Q-თი და 4 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერებით. მწარმოებელი ამ მოდელს მიიჩნევს როგორც ლეპტოპს - კონტენტის შექმნისა და სტრიმინგ-ორგანიზაციებისთვის. PS63 Modern-ში გამოყენებულია მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი, დისპლეის ზომაა 15,6 დუიმი დიაგონალზე, ეკრანის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). ლეპტოპს აქვ 2-2 ვატიანი სტერეოდინამიკები, 32 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და შეუძლია იმუშავოს 16 საათი ერთ სრულ დამუხტვაზე. https://3dnews.ru/980799 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.