Magdalena Posted January 10, 2019 Posted January 10, 2019 Continental-ი უზრუნველყოფს ამანათების მიწოდების სრულიად ავტომატიზირებულ სისტემას. ამჯერად მან წარმოადგინა რობოტიზირებული ძაღლების კონცეპტი - მათ შეუძლიათ შეკვეთილი ნივთები მომხმარებლებს კართან მიუტანონ - წერს TechCrunch. Continental-კონცეფცია მომხმარებელს სთავაზობს მიწოდების ავტომატიზირებული სისტემის ორ დონეს. პირველია - უპილოტო სატვირთოს - Continental Urban Mobility Experience (CUbE)-ის შექმნა. მისი მთავარი მიზანია რობო-ძაღლები გზავნილებთან ერთად საჭირო მისამართებამდე მიიყვანოს. მეორე ეტაპზე კი რობო-ძაღლი დაიტვირთება ამანათით, მიაქვს მფლობელის კართან, დატოვებს და უკან სატვირთოში ბრუნდება. „ჩვენი ავტომატიზირებული სისტემის მაქსიმალური მობილობის გათვალისწინებით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს გზავნილი საკუთარ კართან“ - განაცხადა Continental-ის უსაფრთხოების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა რალფ ლაუკსმანმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის აამოქმედებს Continental-ი თავის პირველ რობო-ძაღლებს და და ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ამ კონცეპტის რეალიზება. https://hightech.fm/2019/01/08/continental 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.