Magdalena Posted January 8, 2019 Posted January 8, 2019 ილონ მასკმა თავისი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა კოსმოსური რაკეტა Starship-ის დიზაინ-პროექტი. ამ რაკეტით კომპანია მოახდენს სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებების ტესტირებას სუბორბიტალური ფრენებისთვის. მასკმა დაამატა, რომ რაკეტის რეალურ ნიმუშს ასევე ექნება ილუმინატორები და სხვა დეტალები, რომლებიც არ არის ესკიზზე აღბეჭდილი. პუბლიკაციის გამოქვეყნებისთანავე უამრავმა მომხმარებელმა შენიშნა Starship-ის მსგავსება 1950-იანი წლების ფანტასტიკაში არსებულ კოსმოსურ ხომალდებთან. მცირე ხნის წინ ილომ მასკმა გამოაქვეყნა სუპერმძიმე რაკეტის - BFR-ის მეორე ეტაპის პროტოტიპი, რომლითაც მოხდება ხომალდ Starship-ის სუბორბიტალურ სივრცეში გაყვანის ტესტირებები. ამ დრომდე კი ცნობილი იყო, რომ SpaceX მუშაობს Falcon 9-ის მეორე ეტაპის მოდიფიკაციაზე - იგი კონსტრუქციისა და დიზაინის მიხედვით ახალი თაობის სუპერმძიმე რაკეტის ასლი იქნება, რომლის შექმნითაც ამჟამად არიან დაკავებულნი კომპანიის ინჟინრები. https://hightech.fm/2019/01/06/starship-spacex 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.