Magdalena Posted January 8, 2019 Posted January 8, 2019 NVIDIA-მ წარადგინა ახალი თაობის მობილური ვიდეო ბარათები გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ამ დროისთვის დისკრეტული მობილური გრაფიკის თაობაში შევიდა სამი ვიდეო ბარათი. ესენია: GeForce RTX 2080, GeForce RTX 2070 და GeForce RTX 2060. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია როგორც სრულფასოვანი სტანდარტული ვერსიის სახით, ასევე შემცირებული სიხშირეებით თუმცა მეტი ენერგოეფექტურობის მქონე Max-Q ვერსიით. NVIDIA-ს ახალი თაობის ყველა მობილური ვიდეო ბარათი აწყობილია ზუსტად ისეთივე გრაფიკულ პროცესორზე და აქვთ მესხიერების ისეთივე მოცულობა, როგორიც მათ დესკტოპ ვერსიებს, ისინი მათგან მხოლოდ ტაქტის სიხშირეებით განსხვავდებიან. მაშ ასე, „უფროს“ ვერსიას - GeForce RTX 2080 ბარათს აქვს 2944 CUDA ბირთვი და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი bus-ით. სტანდარტული ვერსიის ტაქტის სიხშირეა 1380/1590 მეგაჰერცი, Max-Q ვერსიის ბარათისა კი - 735/1095 მეგაჰერცი. მეხსიერების ეფექტური სიხშირე შეადგენს 14 და 12 გიგაჰერცს, შესაბამისად. TDP-ის დონე GeForce RTX 2080 Max-Q ბარათის შემთხვევაში 80 ვატის ტოლია, სტანდარტული მობილური ვერსიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 150 ვატს აღწევს, ზოგ შემთხვევაში კი მეტსაც. Ray-Tracing-ის წარმადობა შეადგენს 37-დან 53 RTX-OPS ან 5-დან 7 მილიარდ სხივამდე წამში- მაჩვენებელს. მობილური ვიდეო ბარათი GeForce RTX 2070 წარმოდგენილია 2340 CUDA ბირთვით, 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით (256-ბიტიანი ინტერფეისით). GPU-ს ტაქტის სიხშირე სრული ვერსიის შემთხვევაში შეადგენს 1215/1440 მეგაჰერცს, Max-Q ვერსიისა კი - 885/1185 მეგაჰერცს. მეხსიერების სიხშირეები ამ ბარათების შემთხვევაშიც 12 და 14 გიგაჰერცია ვერსიების შესაბამისად. TDP-ის დონე აღწევს 155 ან 80 ვატს, შესაბამისად. წარმადობა შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლით გამოიხატება - 31–38 RTX-OPS ან 4-5 მილიარდი სხივი წამში. და ბოლოს: მობილურ ვიდეო ბარათს GeForce RTX 2060-ს აქვს გრაფიკული პროცესორი 1920 CUDA ბირთვით და 6 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება. GPU-ს ტაქტის სიხშირე შეადგენს 960/1200 მეგაჰერცს, ვიდეო ბარათის ვერსიის მიუხედავად. Max-Q ვერსიის შემთხვევაში TGP-ს დონე 10 ვატით მცირეა სტანდარტულთან შედარებით (90-ის ნაცვლად 80 ვატი). მეხსიერების ეფექტური სიხშირეებია 12 ან 14 გიგაჰერცი, ვიდეო ბარათის ვერსიის შესაბამისად. წარმადობის მაჩვენებელია 26 RTX-OPS ან 3,5 მილიარდი სხივი წამში. GeForce RTX ვიდეო ბარათების მქონე ლეპტოპების გაყიდვა 29 იანვრიდან დაიწყება. NVIDIA საზოგადოებას ჰპირდება, რომ თავდაპირველად გამოვა ლეპტოპის 40 მოდელი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 100-ზე მეტ კონფიგურაციაში. როგორც ცნობილია, მოწყობილობებს წარადგნენ Acer, Alienware, ASUS, Dell, GIGABYTE, HP, Lenovo Legion, MSI, Razer, Samsung-ი და ა.შ. https://3dnews.ru/980674 NVIDIA wccftech.com 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.