Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-მ წარადგინა ახალი თაობის მობილური ვიდეო ბარათები გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ამ დროისთვის დისკრეტული მობილური გრაფიკის თაობაში შევიდა სამი ვიდეო ბარათი. ესენია: GeForce RTX 2080, GeForce RTX 2070 და GeForce RTX 2060. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია როგორც სრულფასოვანი სტანდარტული ვერსიის სახით, ასევე შემცირებული სიხშირეებით თუმცა მეტი ენერგოეფექტურობის მქონე Max-Q ვერსიით. 

image.jpeg

 

NVIDIA-ს ახალი თაობის ყველა მობილური ვიდეო ბარათი აწყობილია ზუსტად ისეთივე გრაფიკულ პროცესორზე და აქვთ მესხიერების ისეთივე მოცულობა, როგორიც მათ დესკტოპ ვერსიებს, ისინი მათგან მხოლოდ ტაქტის სიხშირეებით განსხვავდებიან.  

მაშ ასე, „უფროს“ ვერსიას -  GeForce RTX 2080 ბარათს აქვს 2944 CUDA ბირთვი და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი bus-ით. სტანდარტული ვერსიის ტაქტის სიხშირეა 1380/1590 მეგაჰერცი, Max-Q ვერსიის ბარათისა კი - 735/1095 მეგაჰერცი. მეხსიერების ეფექტური სიხშირე შეადგენს 14 და 12 გიგაჰერცს, შესაბამისად. 

image.jpeg

 

TDP-ის დონე GeForce RTX 2080 Max-Q ბარათის შემთხვევაში 80 ვატის ტოლია, სტანდარტული მობილური ვერსიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 150 ვატს აღწევს, ზოგ შემთხვევაში კი მეტსაც. Ray-Tracing-ის წარმადობა შეადგენს 37-დან 53 RTX-OPS ან 5-დან 7 მილიარდ სხივამდე წამში- მაჩვენებელს. 

image.png

 

მობილური ვიდეო ბარათი GeForce RTX 2070 წარმოდგენილია 2340 CUDA ბირთვით, 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით (256-ბიტიანი ინტერფეისით). GPU-ს ტაქტის სიხშირე სრული ვერსიის შემთხვევაში შეადგენს 1215/1440 მეგაჰერცს, Max-Q ვერსიისა კი - 885/1185 მეგაჰერცს. მეხსიერების სიხშირეები ამ ბარათების შემთხვევაშიც 12 და 14 გიგაჰერცია ვერსიების შესაბამისად. TDP-ის დონე აღწევს 155 ან 80 ვატს, შესაბამისად. წარმადობა შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლით გამოიხატება - 31–38 RTX-OPS ან 4-5 მილიარდი სხივი წამში. 

image.jpeg 

და ბოლოს: მობილურ ვიდეო ბარათს GeForce RTX 2060-ს აქვს გრაფიკული პროცესორი 1920 CUDA ბირთვით და 6 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება. GPU-ს ტაქტის სიხშირე შეადგენს 960/1200 მეგაჰერცს, ვიდეო ბარათის ვერსიის მიუხედავად. Max-Q ვერსიის შემთხვევაში TGP-ს დონე 10 ვატით მცირეა სტანდარტულთან შედარებით (90-ის ნაცვლად 80 ვატი). მეხსიერების ეფექტური სიხშირეებია 12 ან 14 გიგაჰერცი, ვიდეო ბარათის ვერსიის შესაბამისად. წარმადობის მაჩვენებელია 26 RTX-OPS ან 3,5 მილიარდი სხივი წამში. 

image.jpeg 

 

GeForce RTX ვიდეო ბარათების მქონე ლეპტოპების გაყიდვა 29 იანვრიდან დაიწყება. NVIDIA საზოგადოებას ჰპირდება, რომ თავდაპირველად გამოვა ლეპტოპის 40 მოდელი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 100-ზე მეტ კონფიგურაციაში. როგორც ცნობილია, მოწყობილობებს წარადგნენ Acer, Alienware, ASUS, Dell, GIGABYTE, HP, Lenovo Legion, MSI, Razer, Samsung-ი და ა.შ. 

NVIDIA 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.