Magdalena Posted January 7, 2019 Posted January 7, 2019 CES-გამოფენა 1967 წლიდან ტარდება იანვრის დასაწყისში, დღესდღეობით კი ეს გამოფენა იქცა უმსხვილეს ტექნოლოგიურ შოუდ. მიმდინარე წელს იგი გაიმართება ლას-ვეგასში. შოუ დაიწყება 8 იანვარს 10:00 საათზე ადგილობრივი დროით და დაიხურება 11 იანვარს. შოუზე დამსწრები პირები ნახავენ უამრავ სიახლეს, გაუმჯობესებულ პროდუქტსა და სერვისს, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ნოვატორული გადაწყვეტილებები და ინოვაციები ამჯერად დიდად მოსალოდნელი არ არის. პერსონალური კომპიუტერები ამ კუთხით მოსალოდნელია ცვლილებების მთელი რიგი: კომპანიები წარადგენენ პროდუქტებს, რომლებშიც გამოყენებულია Intel-ის უახლესი პროცესორები, NVIDIA-ს გრაფიკა და შესაძლოა, AMD-ის ახალი ZEN-არქიტექტურა. მოსალოდნელია, რომ დაანონსდება მეტად პერსპექტიული, Zen 2-ის ბაზაზე არსებული 7-ნანომეტრიანი პროცესორები Ryzen 3000. გაგრძელდება მინიმალური ზომის ჩარჩოების მქონე ლეპტოპებისა და მონიტორების შექმნის ტენდენცია. ასევე შესაძლებელია, რომ ვიხილოთ პირველი ლეპტოპები ინტეგრირებული 5G მოდემით, რომელიც ბაზარზე ზაფხულში გამოვა. გეიმინგ-ინდუსტრია უკვე მრავალი წელია, CES-ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას გეიმინგ-სფერო წარმოადგენს. აქ ყველაზე ხშირად ანონსდება თამაშები პერსონალური კომპიუტერებისთვის, აგრეთვე ახდენენ ახალი გრაფიკის დემონსტრირებას, გეიმინგ-კომპიუტერების ექსპერიმენტალური დიზაინის ჩვენებას, წარადგენენ რაც შეიძლება მაღალხარისხიან დისპლეებს მაღალი გაფართოებებით. ამ წელს იგეგმება NVIDIA GeForce RTX მობილური გრაფიკის ანონსი და ამ ვიდეო ბარათების მქონე პირველი ლეპტოპების წარდგენა Acer-ის, Alienware-ის, ASUS-ის, Razer-ისა და სხვა კომპანიების მიერ. ასევე მოხდება საშუალო კლასის გრაფიკული ამაჩქარებლის - GeForce RTX 2060-ის წარდგენა, AMD კი დიდი ალბათობით გაამხელს დეტალებს თავის ვიდეო ბარათებზე, რომლებიც NVIDIA-ს კონკურენტებად მოგვევლინებიან 2019 წელს. ამჟამად, როდესაც გეიმინგ-ინდუსტრიის ყურადღება სტრიმინგ-თამაშებისკენაა მიმართული, ამ მხრივ სიახლეებს შემოგვთავაზებენ Google, Microsoft და სხვა კომპანიები. ტრანსპორტი ბოლო რამოდენიმე წლის გათვალისწინებით, CES გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა წამყვანი საავტომობილო წარმოების გამოფენისთვის, თუმცა ამ წელს განსაკუთრებული მოლოდინები ამ მიმართულებით არ არის. გამოფენაზე იქნება რამოდენიმე მსხვილი ავტომწარმოებელი, რათა თავი მოიწონონ თავიანთი უახლესი მიღწევებით (მაგალითად, Audi და Mercedes-Benz წარადგენენ ახალ ელექტროქროსოვერებს). წარმოდგენილი იქნება უამრავი ელექტროსკუტერი და მსგავსი ტექნიკა. სტარტაპი EV Byton-ი დამსწრეებს უჩვენებს კონცეპტუალური ავტომობილის ახალ ვერსიას. სმარტფონები სმარტფონების ბაზარი საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულს, ნოვატორულსა და მიმზიდველს, ამიტომ 2018 წელი ხასიათდებოდა სხვადასხვა ექსპერიმენტით გარეგნულ დიზაინში: მოძრავი მოდული ფრონტალური კამერით, სხვადასხვა ტიპის ჭრილები, უკანა კამერების უცნაური კომბინაციები და ა.შ. CES 2019-ზეც მოსალოდნელია უცნაური მოწყობილობების დაანონსება. დიდი ალბათობით, ვიხილავთ დასაკეცი დისპლეების უფრო მეტ კონცეპტს, რომლებიც მიაღწევენ მასიურ ბაზრამდე მიმდინარე წელს. მაგრამ დემონსტრაციების უმეტესობა დახურული იქნება. ძირითადი ანონსები კი თებერვალში ბარსელონაში შედგება MWC 2019 ღონისძიებაზე. ტელევიზორები გამოფენაზე წარადგენენ 8K ფორმატის ბევრ ტელევიზორს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ არსებობს შესაბამისი კონტენტი. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება მათი ნახვა, ამავე დროს წარდგენილი იქნება სხვა ფორმატის მოწყობილობებიც LG-ის, Samsung-ის, Sony-ს, TCL-სა და სხვა კომპანიების მიერ. გამოფენილი იქნება დისპლეები დიდი დიაგონალებით, ახალი OLED-მოდელები, HDR სტანდარტის მხარდაჭერით და ა.შ. 2019 წელს უფრო მეტი და მეტი ტელევიზორი გამოვა Amazon Alexa-სა და Google Assistant-ის მხარდაჭერით. წარადგენენ მოდელებს ახალი ხმოვანი პანელებითა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. სმარტ-სახლი 2019 წლისთვის იგეგმება სახლის ჭკვიანი გაჯეტების ახალი თაობის წარმოდგენა: კარის ჭკვიანი ზარი, მაცივრები, მიკროტალღული ღუმელები, განათება და ა.შ. წინა წლის მსგავად, Google და Samsung-ი წელსაც ლიდერები იქნებიან ამ სფეროში სიახლეებით. წარადგენენ სმარტ-დინამიკებს უფრო მეტი ფუნქციითა და გამოყენების სიმარტივით. კამერები CES-ზე, როგორც წესი, მნიშვნელოვან პროდუქტებს არ აანონსებენ ფოტო-ვიდეოკამერების კუთხით და ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. საზოგადოება შეიტყობს მხოლოდ პატარა ან მივიწყებული მწარმოებლების სიახლეების შესახებ. Canon-ის, Nikon-ის და Fujifilm-ის კამერები უკვე დაანონსდა, ერთადერთი მსხვილი კომპანიაა Sony, რომელსაც არ გამოუშვია ახალი კამერა ბოლო რამოდენიმე თვეა, თუმცა ნაკლებსარწმუნოა, რომ ახალი მოდელის ანონსი CES-ზე შედგეს. ვირტუალური და შერეული რეალობა რამოდენიმე წლის წინ, როდესაც VR ჯერ სიახლე იყო, CES-ღონისძება გახდა მთავარი პლატფორმა Oculus VR-ისა და სხვა მწყობილობების ანონსისთვის. თუმცა VR-კომპანიები ახლა უკვე თავიანთ ყოველწლიურ ღონისძიებებზე ახდნენ მოწყობილობების დემონსტრირებას. დღესდღეობით VR-ისადმი ინტერესი მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იგი უკვე შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი გახდა. ვირტუალური რეალობისადმი ინტერესის კლება CES 2018 წლისთვისაც დამახასიათებელი იყო. შესაძლოა ამ წელს მეტი ყურადღება დაეთმოს შერეულ რეალობას კომპანია Magic Leap-ის და მისი ახალი ჰედსეტის წყალობით. AR-ის მიმართ ინტერესი იზრდება მობილური პლატფორმების მხრიდანაც. გამოფენამდე ცოტა დრო დარჩა, წარმოდგენილ სიახლეებს სულ მალე ვიხილავთ. https://3dnews.ru/980602 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.