Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

მომავალი კვირიდან ესტონური ციფრული სავაჭრო პლატფორმა DX Exchange დაიწყებს ტოკენებით ვაჭრობას Etehereum-ბლოკჩეინზე - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. 

DX პლატფორმა, როგორც ცნობილია, გახდება პირველი ბირჟა , რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ისეთი ტიპის ვაჭრობას, რომელიც სრულიად რეგულირდება ევროკავშირის რეგულატორებისგან. იგი გამოიყენებს Nasdaq-ის ფინანსური გაცვლის პროტოკოლს პროდუქტის მისაწოდებლად. 

კომპანიის პრეს-რელიზის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელები შეძლებენ მოიპოვონ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების აქციების მხარდაჭერის მქონე ტოკენები. ამ კომპანიებს შორისაა Google, Facebook-ი და Amazon-. 

აქციების შეძენა მოხდება მომხმარებლების სახელით კომპანია MPS MarketPlace Securities Ltd-სგან, რომელიც DX-პლატფორმის ექსკლუზიური პარტნიორია. 

„ციფრული აქციები თავის თავში აერთიანებს ორივე მხრიდან საუკეთესოს: ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და აციების ტრადიციულ ინვესტირებას“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა - „ციფრული აქციები ერთი-ერთში იმ რეალური აქციების მხარდაჭერის მქონეა, რომლებითაც ვაჭრობენ რეალურ ბირჟებზე. თქვენ ყიდულობთ ტოკენებს აქტივებისთვის, რომელთა ინვესტირებასაც აპირებთ. ასე რომ, თუკი ფლობთ ტოკენებს, თქვენ კონკრეტული კომპანიის აქციების მფლობელი ხართ“.  

DX-პლატფორმა კონცეფციის სახით პირველად გაჩნდა 2018 წლის მაისში, ბოლო ქმედების შედეგად კი იგი გახდა სავაჭრო შუამავალი კრიპტოვალუტებისთვის ქაღალდის ფულსა და ციფრულ აქციებს შორის.  

Nasdaq-მა უკვე განსაზღვრა თავისი საქმიანობის მომავალი, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან. როგორ ცნობილია, მისი საკუთარი ფიუჩერსული Bitcoin-კონტრაქტები გაეშვება 2019 წლის მეორე ნახევრიდან. 

დეკემბერში კომპანიის საწარმოო განყოფილება იყო სამიდან ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ErisX ბირჟის დაფინანსებისას, თანხამ 27,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.