Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

NASA-მ მიიღო სიგნალი თავისი ერთ-ერთი კოსმოსური ხომალდისგან, რომ მან მიაღწია მზის სისტემის უკიდურეს ობიექტს: რაკეტამ გაიფრინა მზის სისტემის ე.წ. საზღვართან. ეს კოსმოსური ზონდი, სახელად „New Horizons“ -  უკვე შევიდა ისტორიაში. იგი დედამიწისგან 4 მილიარდ მილზე მეტ დაშორებაზე იმყოფება და მიაღწია ჩვენი პლანეტისგან ყველაზე დაშორებულ ობიექტს. 

„კოსმოსური ხომალდი მწყობრშია“ - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა Alice Bowman-მა. – „ჩვენ სულ ახლახანს განვახორციელეთ ყველაზე შორეული ფრენა“. 

ეს მისია 2006 წელს დაიწყო. New Horizons-მა 2015 წელს პლუტონის შორიახლოს ჩაიფრინა: ეს იყო პირველი მისია, როდესაც ხომალდმა ჯუჯა პლანეტებს მიაღწია. ამის შემდეგ New Horizons-მა განაგრძო ფრენა და ამჟამად მიაღწია ახალ ობიექტს - Ultima Thule-ს. 

ზონდმა სცადა, მიეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ახალი, კლდისებრი ობიექტის შესახებ. აპარატმა გადაიღო ფოტოები, აღბეჭდა ობიექტის ზედაპირი და გაზომა საშუალო ტემპერატურა. ყველა ეს მონაცემი მკვლევარებს დაეხმარება გაიგონ მეტი ამ უცნაური ის ტიპის ობიექტის შესახებ, რომელიც აქამდე შეუსწავლელი იყო. 

Ultima Thule -  ეს ობიექტი კოიპერის სარტყელში მდებარეობს ნეპტუნის ორბიტასთან. ეს რეგიონი მილიონობით ყინულოვანი სხეულებითაა მოცული. ისინი ასტეროიდებს წააგავს, თუმცა ასტეროიდებზე უფრო პრიმიტიული სხეულებია და გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ დროიდან, როდესაც მზის სისტემის ფორმირება დაიწყო. ისინი უცვლელნი დარჩნენ მას შემდეგ. 

image.png

 

ამ კონკრეტულ ობიექტამდე მიღწევა დიდ გამოცდას წარმოადგენდა 13-წლიანი კოსმოსური მოგზაურობისას ხომალდისთვის. Ultima Thule ზომით ნიუ-იორკის ტოლია, რის გამოც ძალიან ძნელია მისი გამოკვლევა დედამიწიდან. New Horizons-ი იკვლევს მას და ცნობებს გადმოსცემს დედამიწისკენ, დიდი დაშორების გამო კავშირი შეფერხებით ხორციელდება.  

image.png 

New Horizons-ს დაახლოებით 20 თვე დასჭირდება მთელი ინფორმაციის გადმოსაგზავნად. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი უბიექტის შესახებ, რაც კი ადამიანებს მოუნახულებიათ. ამგვარად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დედამიწა მიიღებს ინფორმაციის მაქსიმუმს ახალი ობიექტების შესახებ, რომლებიც პლანეტების შექმნის პერიოდიდან არსებობენ. 

„ვაპირებთ დავიწყოთ ჩვენი პირველი სამეცნიერო სტატიის წერა მომდევნო კვირიდან“ - განაცხადა Alan Stern-მა, New Horizons-ის მთავარმა მკვლევარმა.  

image.png

image.png

image.png

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.