Magdalena Posted January 3, 2019 Posted January 3, 2019 NASA-მ მიიღო სიგნალი თავისი ერთ-ერთი კოსმოსური ხომალდისგან, რომ მან მიაღწია მზის სისტემის უკიდურეს ობიექტს: რაკეტამ გაიფრინა მზის სისტემის ე.წ. საზღვართან. ეს კოსმოსური ზონდი, სახელად „New Horizons“ - უკვე შევიდა ისტორიაში. იგი დედამიწისგან 4 მილიარდ მილზე მეტ დაშორებაზე იმყოფება და მიაღწია ჩვენი პლანეტისგან ყველაზე დაშორებულ ობიექტს. „კოსმოსური ხომალდი მწყობრშია“ - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა Alice Bowman-მა. – „ჩვენ სულ ახლახანს განვახორციელეთ ყველაზე შორეული ფრენა“. ეს მისია 2006 წელს დაიწყო. New Horizons-მა 2015 წელს პლუტონის შორიახლოს ჩაიფრინა: ეს იყო პირველი მისია, როდესაც ხომალდმა ჯუჯა პლანეტებს მიაღწია. ამის შემდეგ New Horizons-მა განაგრძო ფრენა და ამჟამად მიაღწია ახალ ობიექტს - Ultima Thule-ს. ზონდმა სცადა, მიეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ახალი, კლდისებრი ობიექტის შესახებ. აპარატმა გადაიღო ფოტოები, აღბეჭდა ობიექტის ზედაპირი და გაზომა საშუალო ტემპერატურა. ყველა ეს მონაცემი მკვლევარებს დაეხმარება გაიგონ მეტი ამ უცნაური კლდის ტიპის ობიექტის შესახებ, რომელიც აქამდე შეუსწავლელი იყო. Ultima Thule - ეს ობიექტი კოიპერის სარტყელში მდებარეობს ნეპტუნის ორბიტასთან. ეს რეგიონი მილიონობით ყინულოვანი სხეულებითაა მოცული. ისინი ასტეროიდებს წააგავს, თუმცა ასტეროიდებზე უფრო პრიმიტიული სხეულებია და გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ დროიდან, როდესაც მზის სისტემის ფორმირება დაიწყო. ისინი უცვლელნი დარჩნენ მას შემდეგ. ამ კონკრეტულ ობიექტამდე მიღწევა დიდ გამოცდას წარმოადგენდა 13-წლიანი კოსმოსური მოგზაურობისას ხომალდისთვის. Ultima Thule ზომით ნიუ-იორკის ტოლია, რის გამოც ძალიან ძნელია მისი გამოკვლევა დედამიწიდან. New Horizons-ი იკვლევს მას და ცნობებს გადმოსცემს დედამიწისკენ, დიდი დაშორების გამო კავშირი შეფერხებით ხორციელდება. New Horizons-ს დაახლოებით 20 თვე დასჭირდება მთელი ინფორმაციის გადმოსაგზავნად. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი უბიექტის შესახებ, რაც კი ადამიანებს მოუნახულებიათ. ამგვარად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დედამიწა მიიღებს ინფორმაციის მაქსიმუმს ახალი ობიექტების შესახებ, რომლებიც პლანეტების შექმნის პერიოდიდან არსებობენ. „ვაპირებთ დავიწყოთ ჩვენი პირველი სამეცნიერო სტატიის წერა მომდევნო კვირიდან“ - განაცხადა Alan Stern-მა, New Horizons-ის მთავარმა მკვლევარმა. https://www.theverge.com/2019/1/1/18163039/nasa-new-horizons-flyby-ultima-thule-signal-confirmation-success 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.