Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ჰარვარდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს თუთია-იონური ბატარეების წარმოების ახალი საშუალება. იგი ხელს უწყობს რთული ფორმების შექმნას და მოსახერხებელია მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის თან სატარებელ მოწყობილობებში - წერს ACS Nano. 

ამ დროისთვის ყველაზე გავცელებულ ლითიუმ-იონურ ბატრეებში დადებითად დამუხტული ლითიუმის კათიონები - Li2+ გამოიყენება კონტურით ელექტრული მუხტის გასატარებლად. ამგვარ ბატარეებს მთელი რიგი ნაკლოვანებები აქვთ - ლითიუმის მარაგი შეზღუდულია და ძვირი, ბატარეები კი ზოგჯერ შესაძლოა აალდეს მოკლე ჩართვის შედეგად. ამიტომ მეცნიერები ეძებენ ახალ მასალებს ბატარეების წარმოებისთვის, რომლებიც ჩაანაცვლებენ ლითიუმ-იონურ ბატარეებს.  

თუთია-იონური ბატარეა, რომელიც ჰარვარდის მკვლევარებმა შექმნეს, შედგება თუთიის კათოდისა და ანოდისგან, მინაბოჭკოვანი სეპარატორისა და პოლიმიიდის ონტაქტებისგან. ბატარეის კორპუსი დამზადებულია პლასტმასისგან, თავად ბატარეას კი შეუძლია გამოუმუშავოს ძაბვა 0,7-დან 1,7 ვოლტამდე. 

მეცნიერებმა ბატარეის გამოცდა ჩაატარეს სიბნელის დეტექტორზე. ფოტოელემენტის საშუალებით მოწყობილობა განსაზღვრავს განათების დონეს და რთავს LED-განათებას, როდესაც შენობაში არასაკმარისი სინათლეა. გამოცდა წარმატებულად ჩაითვალა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.