Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

2018 წელს ყველაზე კარგად გამოიკვეთა ხელოვნური ინტელექტის ნაკლოვანებები, რადგან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ტექნოლოგიის დანერგვა უამრავ სერვისსა და მოწყობილობაში. მკვლევარები, კომპანიები და საზოგადოება სულ უფრო ხშირად ხვდება ხელოვნური ინტელექტის შეზღუდულობის შემთხვევებს და მათგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს. ხშირად ისმება კითხვა: როგორ გამოიყენება ეს ტექნოლოგია და რისთვისაა იგი სასარგებლო? 

ნეგატიური შემთხვევების ჩამონათვალი ვრცელია: 

მიმდინარე წელს დაფიქსირდა ფატალური შემთხვევებიც, რაც მოჰყვა თვითმართვადი ავტომობილების გამოყენებას; Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალი; ბრალდება, რომ Facebook-მა ხელი შეუწყო მიანმარის (ბირმა) გენოციდს; ფაქტი, რომ Google-ი დაეხმარა პენტაგონს დრონებით თვალთვალში და ა.შ. მკვლევართა ჯგუფმა - AI Now-მ 2018 წელი დაახასიათა, როგორც „სკანდალების კასკადის წელი“. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო ჯამში სკანდალი უკეთესია, ვიდრე ბოროტება, რომელიც შეუმჩნეველია. ხარვეზების აღმოჩენა კი განაპირობებს მათ აღმოფხვრაზე მუშაობას და ტექნოლოგიის გაუმჯობესებას. 

მაგალითად ავიღოთ სახის ამომცნობი სისტემა. ეს არის 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი და წარმატებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც პოლიციას შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე ამა თუ იმ ადგილას. თუმცა ამ ტექნოლოგიასაც აქვს ნაკლოვანებები. 

სკანდალების პარალელურად, 2018 წელს იყო პოზიტიური მოვლენებიც მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროში. იყო მიღწევები ასტრონომიაში, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა ახალი კრატერები მთვარეზე და ახალი ეგზოპლანეტები. წარმატებები იქნა მიღწეული მტკიცე ფოლადისა და პლასტმასის წარმოებაშიც. აგრეთვე ჯანდაცვაში, სადაც უამრავი მაგალითი დაფიქსირდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა წარმატებით შეძლო აღმოეჩინა და დაესვა ავადმყოფბის დიაგნოზი ადამიანზე სწრაფად. Google-ისა და Amazon-ის ახალი ინსტრუმენტებიც (plug-and-play machine learning) შთამბეჭდავი და სასარგებლო აღმოჩნდა. 

მიღწეული წარმატებები აბალანსებს ხელოვნური ინტელექტის ნაკლოვანებებს და გვიჩვენებს, რომ იგი მეტად რთული სფეროა. თუკი წლის გამოცდილებას გადავხედავთ, მისგან მიღებული გაკვეთლი ამგვარია: ხელოვნური ინტელექტი არ არის ჯადოსნური რამ. ეს არის პროცესი: რაღაც უნდა შევისწავლოთ, დავამუშავოთ, განვიხილოთ და თუკი პროცესი სწორად იმუშავებს - მივიღოთ.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.