Magdalena Posted December 29, 2018 Posted December 29, 2018 საავტომობილო კომპონენტების მწარმოებელი Toyota Boshoku, რომელიც Toyota Group-ის შემადგენლობაში შედის, პირველად მიიღებს მონაწილეობას ელექტრონიკის გამოფენაზე - CES 2019-ზე, რომელიც 8-11 იანვარს გაიმართება ლას-ვეგასში. კომპანია საზოგადოებას გაუზიარებს თავის ხედვას, თუ როგორი შეიძლება იყოს სამომავლო თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალების ინტერიერი. ავტოპილოტის დანერგვა საშუალებას იძლევა საფუძვლიანად გადაიხედოს ავტომობილების შიდა სივრცის ორგანიზებასთან არსებული მიდგომა. ამგვარი ავტომობილების მფლობელებს შეეძლებათ მგზავრობისას დაკავდნენ სასარგებლო საქმეებით ან უბრალოდ დაისვენონ. Toyota Boshoku ღონისძებაზე წარადგენს ინტერიერის ორ კონცეფციას: AceS (Active Comfort Engaging Space) და MOOX (Mobile და Box). კონცეფცია“ AceS“ ორიენტირებულია ავტომატიზაციის მეოთხე დონის მქონე ავტომობილებზე: ამგვარ სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დამოუკიდებლად უმეტეს სიტუაციაში. AceS-კონცეფციას საფუძვლად უდევს სალონში მყოფი თითოეული ადამიანის ემოციური და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ანალიზი. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოთავაზებული იქნება ინდივიდუალური პარამეტრები: ტემპერატურა, განათება, სავარძლების მდგომარეობა და ა.შ. კონცეფცია MOOX კი შეესაბამება მეხუთე დონის ავტომატიზაციის მქონე რობომობილებს: ამგვარ მანქანებს შეუძლიათ იმოძრაონ სრულიად დამოუკიდებლად მთელი მგზავრობის განმავლობაში. ეს კონცეფცია ითვალისწინებს სალონის ტრანსფორმაციას „საბურავებიან სასტუმროდ ან სამუშაო ოფისად“ - იმის მიხედვით, რა სურს მგზავრს. https://3dnews.ru/980419 1 Quote
Power_VANO Posted January 2, 2019 Posted January 2, 2019 ტოიოტას დიზაინერები მოუკვდა კაი ხანია როგორ ახერხებენ ასეთი რამეების დახატვას ნეტავ. გარეგნულ მხარეს ვგულისხმობ. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.