Jump to content

Recommended Posts

Posted

საავტომობილო კომპონენტების მწარმოებელი Toyota Boshoku, რომელიც Toyota Group-ის შემადგენლობაშ შედის, პირველად მიიღებს მონაწილეობას ელექტრონიკის გამოფენაზე - CES 2019-ზე, რომელიც 8-11 იანვარს გაიმართება ლას-ვეგასში. 

image.jpeg 

კომპანია საზოგადოებას გაუზიარებს თავის ხედვას, თუ როგორი შეიძლება იყოს სამომავლო  თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალების ინტერიერი. ავტოპილოტის დანერგვა საშუალებას იძლევა საფუძლიანად გადაიხედოს ავტომობილების შიდა სივრცის ორგანიზებასთან არსებული მიდგომა. ამგვარი ავტომობილების მფლობელებს შეეძლებათ მგზავრობისას დაკავდნენ სასარგებლო საქმეებით ან უბრალოდ დაისვენონ. 

Toyota Boshoku ღონისძებაზე წარადგენს ინტერიერის ორ კონცეფციას: AceS (Active Comfort Engaging Space) და MOOX (Mobile და Box). 

 

image.jpeg 

კონცეფცია“ AceS“ ორიენტირებულია ავტომატიზაციის მეოთხე დონის მქონე ავტომობილებზე: ამგვარ სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დამოუკიდებლად უმეტეს სიტუაციაში. AceS-კონცეფციას საფუძვლად უდევს სალონში მყოფი თითოეული ადამიანის ემოციური და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ანალიზი. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოთავაზებული იქნება ინდივიდუალური პარამეტრები: ტემპერატურა, განათება, სავარძლების მდგომარეობა და ა.შ. 

image.jpeg 

კონცეფცია MOOX კი შეესაბამება მეხუთე დონის ავტომატიზაციის მქონე რობომობილებს: ამგვარ მანქანებს შეუძიათ იმოძრაონ სრულიად დამოუკიდებლად მთელი მგზავრობის განმავლობაში. ეს კონცეფცია ითვალისწინებს სალონის ტრანსფორმაციას „საბურავებიან სასტუმროდ ან სამუშაო ოფისად“ - იმის მიხედვით, რა სურს მგზავრს. 

  • Like 1
Posted

ტოიოტას დიზაინერები მოუკვდა კაი ხანია :D

როგორ ახერხებენ ასეთი რამეების დახატვას ნეტავ. გარეგნულ მხარეს ვგულისხმობ.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.