Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

თეთრი სახლი განიხილავს ბრძანებას, რომლის თანახმადაც ამერიკულ უსადენო კავშირების  მობილურ ოპერატორებს ეკრძალებათ შეისყიდონ ჩინური კომპანიების მოწყობილობები - ნათქვამია Reuters-ის ახალ შეტყობინებაში. ეს ვითარება პირველ რიგში გავლენას ახდენს Huawei-სა და ZTE-ზე, რომლებიც უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო მწარმოებლებს წარმოადგენენ. რასაკვირველია, აღნიშნული ფაქტი სერიოზულ გავლენას მოახდენს 5G ქსელის ამუშავება-გავრცელებაზე. 

ამკრძალავი ბრძანება მოუწოდებს ვაჭრობის სამინისტროს - დაბლოკოს ჩინური სატელეკომუნიკაციო აპარატურის შესყიდვები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. აღნიშნული ბრძანება არ საჭიროებს კონგრესის მხრიდან თანხმობას. რამდენადაც ბრძანება ეხება ამერიკული გადამზიდავების მიერ განსახორციელებელ შენაძენებს, იგი პირველ რიგში იმოქმედებს ქსელურ კავშირებზე და არა ტელეფონებზე, რომელთაც ცალკეული პირები შეიძენენ. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ამტკიცებს, რომ ბრძანება განხილვაში იმყოფება უკვე რვა თვეა. 

Huawei და ZTE უკვე შეეჯახნენ სირთულეებს ამერიკულ ბაზარზე. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ორივე კომპანიის მოწყობილობების გამოყენება აკრძალულ იქნა მიმდინარე წლის დასაწყისში, რაც აიხსნება, როგორც თავდაცვისთვის საჭირო ქმედება.  მთელი ზაფხულის განმავლობაში კომპანია ZTE-ს ეკისრებოდა კატასტროფული სანქციები, თუმცა საბოლოოდ ეს სანქციები გადავადდა ქტიური ლობირების წყალობით. 

კომპანია Huawei-ს პოზიცია ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით ამგვარია: „Huawei-სთვის 5G ბაზარზე მონაწილეობის აკრძალვა იგივეა, რაც NBA-ის თამაში All-stars-ს გარეშე“ - განაცხადა კომპანიის დროებითმა თავმჯდომარემ Guo Ping-მა.  

  • Like 1
  • Confused 1
Posted

ისე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენი პროვაიდერები აქტიურად იყენებენ ამ ორივე მომწოდებლის აპარატურას.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.