Magdalena Posted December 28, 2018 Posted December 28, 2018 უმსხვილესმა ამერიკულმა ჰოლდინგმა, Bank Of Amerika-მ განაცხადი შეიტანა ნაღდი ანგარისშწორების მონაცემთა დამუშავების სისტემის პატენტის მიღებაზე. ბანკი გეგმავს გამოიყენოს ბლოკჩეინ-ტექნოლოგია საბანკო ქვედანაყოფებს შორის ინფორმაციის გადაცემისათვის. Bank Of America-ს თანამშრომლების აზრით, ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელი იქნება ნაღდი ანგარიშსწორების მონაცემთა დამუშავების პროცესის სრულყოფა. მათ აქვთ შემოთავაზება - გამოყენებულ იქნას დეცენტრალიზებული ქსელი ინფორმაციის განახლებისა და გადაცემისთვის ბანკის ფილიალებს შორის. პატენტის მიღებასთან დაკავშირებულ განაცხადში მოცემულია: „საოპერაციო ცენტრებში შესაძლებელია ნაღდი გადახდების დამუშავებისთვის განკუთვნილი სისტემების გამოყენება, თუმცა რთულია ამ მოწყობილობების ინტეგრირება ბანკის დეპარტამენტის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში. იმისათვის, რომ მოხდეს მოწყობილობებისა და კომპიუტერული სისტემების ოპტიმიზაცია, ჩვენ ვირჩევთ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებას“. ბოლო ორი წლის განმავლობაში Bank Of America-მ შეიტანა 50-ზე მეტი ბლოკჩეინ-პატენტი. ბანკი გეგმავს შეიმუშავოს რამოდენიმე აპლიკაცია ტექნოლოგიის ბაზაზე, რათა სრულყოს საოპერაციო პროცესები. https://bit.news/news/bank-of-america-budet-ispolzovat-blokchejn-dlya-obrabotki-nalichnyh-platezhej 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.