gajaviki Posted November 7, 2010 Posted November 7, 2010 ტაივანურმა კომპანიამ GlacialTech-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი Igloo 5710 Plus Silent. (იხ. სურათი) შეფუთვა და მოწყობილობა: ის შეფუთულია პატარა ყუთში, პლასტმასის ხელის მოსაკიდით და მის კომპლეკტში შედის: Intel: LGA 1366 და LGA 775 სოკეტის სამაგრები. AMD: AM2 და AM2+ სოკეტის სამაგრები. ასევე მისი ყუთის უკან ჩამოწერილია მასთან თავსებადი პროცესორების სია. მოყვება 1 ცალი 100x100x25 mm ფენი და User Manual-ი. (იხ. სურათი) ეს ქულერი დამზადებულია ჩინეთში და მისი ფასია სულ რაღაც 34 აშშ დოლარი. დიზაინი და ფუნქციალურობა: ქულერის ზომებია 75x99x139 mm და იწონის 425 გრამს. მას აქვს 3 სპილენძის მილი და 49 ცალი ალუმინის ფირფიტა, რომელთა სისქე 0.35mm-ა. ფირფიტები ერთმანეთისგან დაშორებულები არიან 1.9 mm-ით. ქულერის დამახასიათებლები: მისი ფენის სიჩქარეა 1300RPM, აქვს 25CFM ჰაერის გამტარობა და მისი ხმაურის დონე 25 dBA-ა. 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.