Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

თავდაპირველად ითვლებოდა, რომ Helio P35 პროცესორს ექნებოდა ათი ბირთვი და წარმოებული იქნებოდა 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუმცა პროცესორის კონფიგურაცია სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. 

ახალ ჩიპსეტს აქვს რვა ბირთვი ARM Cortex-A53 ტაქტის სიხშირით - 2,3 გიგაჰერცამდე. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია კონტროლერი IMG PowerVR GE8320, რომლის სიხშირე 680 მეგაჰერცია. 

პლატფორმა Helio P35 უზრუნველყოფს 2400 × 1080 გაფართოების მქონე დისპლეების მხარდაჭერას, ასევე აქვს უსადენო კავშირების - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორი კამერა 13+13 მეგაპიქსელიანი მოდულებით ან ერთი 25-მეგაპიქსელიანი კამერა. პროცესორს აგრეთვე აქვს სანავიგაციო სისტემების - Beidou/Galileo/GPS/GLONASS-ისა და FM-რადიოს მხარდაჭერა. 

image.jpeg 

შესაძლებელია 6 გიგაბაიტამდე მოცულობის LPDDR3 და LPDDR4x ოპერატიულ მეხსიერებასა და eMMC 5.1 ფლეშ-მეხსიერებასთან მუშაობა. ჩიპსეტის შემადგენლობაში შედის LTE-მოდემი (Cat-7 DL / Cat-13 UL) - Dual 4G VoLTE რეჟიმის მხარდაჭერით. 

ჩიპი მზადდება TSMC-ს მიერ 12-ნანომეტრიანი FinFET-ტექნოლოგიის გამოყენებით. პროცესორი ძირითადად განკუთვნილია საშალო დონის სმარტფონებისთვის. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.