Magdalena Posted December 26, 2018 Posted December 26, 2018 თავდაპირველად ითვლებოდა, რომ Helio P35 პროცესორს ექნებოდა ათი ბირთვი და წარმოებული იქნებოდა 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუმცა პროცესორის კონფიგურაცია სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ახალ ჩიპსეტს აქვს რვა ბირთვი ARM Cortex-A53 ტაქტის სიხშირით - 2,3 გიგაჰერცამდე. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია კონტროლერი IMG PowerVR GE8320, რომლის სიხშირე 680 მეგაჰერცია. პლატფორმა Helio P35 უზრუნველყოფს 2400 × 1080 გაფართოების მქონე დისპლეების მხარდაჭერას, ასევე აქვს უსადენო კავშირების - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორი კამერა 13+13 მეგაპიქსელიანი მოდულებით ან ერთი 25-მეგაპიქსელიანი კამერა. პროცესორს აგრეთვე აქვს სანავიგაციო სისტემების - Beidou/Galileo/GPS/GLONASS-ისა და FM-რადიოს მხარდაჭერა. შესაძლებელია 6 გიგაბაიტამდე მოცულობის LPDDR3 და LPDDR4x ოპერატიულ მეხსიერებასა და eMMC 5.1 ფლეშ-მეხსიერებასთან მუშაობა. ჩიპსეტის შემადგენლობაში შედის LTE-მოდემი (Cat-7 DL / Cat-13 UL) - Dual 4G VoLTE რეჟიმის მხარდაჭერით. ჩიპი მზადდება TSMC-ს მიერ 12-ნანომეტრიანი FinFET-ტექნოლოგიის გამოყენებით. პროცესორი ძირითადად განკუთვნილია საშუალო დონის სმარტფონებისთვის. https://3dnews.ru/980178 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.