Jump to content

Amazon-მა გაამხილა დეტალები თავისი ამბიციური MMO-პროექტის - News World-ის შესახებ


Recommended Posts

Posted

Amazon Games ამჟამად დაკავებულია მიზნით - შექმნას მასშტაბური როლური თამაში New World. შესაბამისი პროფილის პრესასთან ინტერვიუებში მწარმოებლები სულ უფრო ხშრად საუბრობენ მომავალი პროექტის შესაძლებლობების შესახებ. 

image.jpeg 

New World - ეს არის PvP-ბრძოლებზე მიბმული თამაში. ანტრეპრენერები თვლიან, რომ ამგვარი მიდგომა გამართლებულია, რადგან ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებლის შესაძლებლობებზე. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ნებისმიერ როლურ თამაშზეც, თუმცა New World-ის პერსონაჟს მაქსიმალური ყურადღება ეთმობა. ავიღოთ მაგალითად კრაფტის სისტემა. იგი წარმოდგენილია ოთხ პროფესიად: მზარეული, ალქიმიკოსი, ინჟინერი და მჭედელი. მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული ქულები წარმატებულად დაიხარჯოს ერთ-ერთი მითითებული პროფესიის განვითარებაზე.  

image.jpeg 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ქულების გამოყენება გადარჩენისა და მომპოვებლობისთვისაც. სამივე ეს სისტემა მჭიდროდ იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. 

image.jpeg 

New World-ის ავტორები ხაზს უსვაენ, რომ პროექტის ეკონომიკა დიდწილად იქნება დამოკიდებული მოთამაშეების სურვილზე -  განავითარონ თავიანთი პერსონაჟები, შესძინონ მათ ახალი უნარ-ჩვევები. მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ დიდ ჯგუფად, აირჩიონ ლიდერი, დაიცვან იერარქია და გადაწყვეტილებები განიხილონ ხმოვან ჩატში - ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა. ამგვარ ჯგუფში მოთამაშეებს ექნებათ ნება დართული - ფლობდნენ ცალკეულ ტერიტორიებს, რომლის ფლობის უფლებაც რეგულარულად უნდა დაიცვან. 

image.jpeg

 

Amazon Games არ აპირებს ისტორიული სიზუსტე დაიცვას თამაშში, თუმცა ეპოქად მე-19 საუკუნე აირჩიეს. PvE-კონტენტის მოყვარულებისთვის თამაში დიდად მოსაწონი ვერ იქნება. დიახ, თამაშში იქნება რამოდენიმე ზონა ამაყი, მარტოსული მოგზაურებისთვის, თუმცა ფაქტია -  New World -  ეს PvP- თამაშია 

image.jpeg 

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მუდმივად გადარჩენისთვის ბრძოლა. პერსონაჟის საბაზისო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს: ეს გულისხმობს მის მინიმუმ წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას. თუმცა ხანგრძლივი შიმშილით პერსონაჟი არ მოკვდება, მაგრამ დაქვეითებული სასიცოცხლო ძალების გამო ბრძოლაში გარდაუვალი დამარცხება ელის. 

image.jpeg 

New World-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად პროექტი იმყოფება დახურული ალფა-ტესტირების რეჟიმში.  

 

Posted

ნელ-ნელა ყველა პროგრესულ სფეროში რომ შედის ამაზონი თუ აკვირდებით ისე :)

ხმოვანი ასისტენტი საუკეთესო აქვს. Amazon > Google > Microsoft/Apple > სხვები. ასეა ალბათ ხმოვანი ასისტენტების განვითარების ლეველი.

ქლაუდშიც ძალიან მძლავრადაა Amazon-ი და ეგენი და Microsoft ძალიან თანაბრად არიან.

რითეილში ხომ ყველაზე დიდები არიან. ახლა თამაშებიც, თან MMORPG :) 

  • 9 months later...
Posted

გრძელდება მგონი თამაშზე მუშაობა, ალფა ვერსია დასრულებულია, ეხლა ბეტაზე გადავლენ ალბათ https://www.newworld.com/index.html

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.