Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Tesla აპირებს  2019 წლის მარტში წარადგინოს Model Y - თავისი რიგით მეხუთე ელექტრომობილი. როგორც ცნობილია, ეს იქნება Model X-ზე პატარა, ქროსოვერის ტიპის მანქანა და იგი წარმოდგენილი იქნება Model 3-ის მსგავსი ძირითადი ტექნოლოგიებით. აშშ-ის მასშტაბით მისი კონკურენტები არიან Jaguar-ის, Audi-ს, Mercedes-Benz-ისა და  Porsche-ს ელექტრო-ქროსოვერები. 

სიტუაცია განსხვავებულია ჩინეთში: მიმდინარე კვირაში ორი ახალი ავტომობილი დაანონსდა. 

 

image.png 

შაბათს, ჩინურმა სტარტაპმა NIO-მ გამოუშვა ES6 - კომპანიის რიგით მეორე ელექტრო-ქროსოვერი. მისი წინამორბედი - ES8 გაცილებით დიდი ზომისაა. ახალი ქროსოვერი შედარებით ხელმისაწვდომია წინა მოდელთან შედარებით, მისი ფასი დაახლოებით 51 000 დოლარია. 

საბაზისო მოდელს აქვს 70 კვტ/სთ. აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს 410-430 კმ-ს გავლას სრულ დამუხტვაზე (სვლის რეჟმების მიხედვით). NIO ასევე გაყიდის ES6-ის ვერსიას, რომელსაც ექნება 84 კვტ/სთ. ბატარეა და შეძლებს ერთ სრულ დამუხტვაზე გაიაროს 480-510 კმ. (თუმცა, როგორც ცნობილია, NIO ამ მაჩვენებლებს მოძველებული მეთოდით ითვლის და საბოლოო ჯამში კილომეტრაჟი რამოდენიმე ათეული კილომეტრით ნაკლები იქნება). 

ES6-ის ყველა მოდიფიკაციას ექნება ორი ელექტროძრავი და Tesla-ს ტიპის ტექნოლოგიები. 11,3-დუიმიანი სენსორული ეკრანი განთავსებულია მონაცემთა დაფასა და ცენტრალურ კონსოლს შორის, მეორე ეკრანი კი - ფიზიკური ინსტრუმენტების კლასტერზე. ქროსოვერს აგრეთვე აქვს დისპლეი, სადაც აისახება კრიტიკული ინფორმაცია (მაგალიად, სიჩქარე) და იგი განთავსებულია მძღოლის თვალთახედვის არეში -  დისპლეი ჩანს, როდესაც მძღოლი გზას უყურებს. და ბოლოს, ES6-ს აქვს სენსორების ნაკრები, (“NIO Pilot”) რომელიც წარმოადგენს მძღოლის დამხმარე საშუალებას, მათ შორისაა სამოძრაო ზოლის შენარჩუნების კონტროლი და ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი. 

image.png 

ელექტრომობილშ გამოყენებულია NIO-ს უნიკალური ფუნქციებიც, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის საავტომობილო სისტემა NOMI, Nexux Q-ს მსგავსი რობოტი, რომელიც განთავსებულია სამართავი პანელის ცენტრში და აგრეთვე „არომატიზაციის ინტელექტუალური სისტემა“ - უფრო მეტად სასიამოვნო მგზავრობისთვის. 

NIO არ არის ერთადერთი ჩინური ავტომწარმოებელი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო ამ კვირაში. კიდევ ერთმა ჩინურმა სტარტაპმა - Xiaopeng-მა (ასევე ცნობილია, როგორც Xpeng) ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო-SUV-ი  - G3. ეს ელექტრომობილი კონცეპტუალურად ძალიან ჰგავს Tesla Model Y-ს: მწარმოებლებმა როგორც განაცხადეს, მათ ისარგებლეს ლონ მასკის მიერ შემოთავაზებული ღია კოდებით. 

image.png

მსგავსების მიუხედავად, Xpeng-ის ქროსოვერი ნამდვილად არ არის Tesla Y-ის კლონი. ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ფასითაც: იგი საკმაოდ იაფია X და Y მოდელებთან შედარებით. G3-ის ღირებულება დაახლოებით 33 000 დოლარიდან იწყება. მას ექნება NIO-ს მსგავსი ფუნქცია მძღოლების დასახმარებლად, ასევე -  მასიური დისპლეი Tesla-ს სტილში და აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 230 მილის გავლას (ზუსტი დეტალები უცნობია). 

Xpeng-ი უკვე იღებს შეკვეთებს და აცხადებს, რომ მზად არის მიწოდებებისთვის. წინასწარი შეკვეთები დაუშვა NIO-აც, მიწოდება დაიწყება 2019 წლის ივნისიდან. ელექტრომობილების ფასზე გავლენას იქონიებს მყიდველების საცხოვრებელი ადგილი.  

NIO და Xpeng არ მიჩნევიან როგორც Tesla-ს „მკვლელები“, თუმცა ითვლება, რომ ეს აისბერგის მწვერვალია. ჩინეთის ეროვნული კომისია აპირებს უფრო მეტი ყურადღება და რესურსი დაუთმოს საავტომობილო კომპანიებს და მანქანათმშენებლობაში ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვას. 

  • Like 1
Posted

ისე, ძალიან კარგია ბაზრისთვის ეს კლონების არსებობა. ფასები დაბლა მოდის, იგივე Tesla-ზეც.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.