Magdalena Posted December 24, 2018 Posted December 24, 2018 Tesla აპირებს 2019 წლის მარტში წარადგინოს Model Y - თავისი რიგით მეხუთე ელექტრომობილი. როგორც ცნობილია, ეს იქნება Model X-ზე პატარა, ქროსოვერის ტიპის მანქანა და იგი წარმოდგენილი იქნება Model 3-ის მსგავსი ძირითადი ტექნოლოგიებით. აშშ-ის მასშტაბით მისი კონკურენტები არიან Jaguar-ის, Audi-ს, Mercedes-Benz-ისა და Porsche-ს ელექტრო-ქროსოვერები. სიტუაცია განსხვავებულია ჩინეთში: მიმდინარე კვირაში ორი ახალი ავტომობილი დაანონსდა. შაბათს, ჩინურმა სტარტაპმა NIO-მ გამოუშვა ES6 - კომპანიის რიგით მეორე ელექტრო-ქროსოვერი. მისი წინამორბედი - ES8 გაცილებით დიდი ზომისაა. ახალი ქროსოვერი შედარებით ხელმისაწვდომია წინა მოდელთან შედარებით, მისი ფასი დაახლოებით 51 000 დოლარია. საბაზისო მოდელს აქვს 70 კვტ/სთ. აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს 410-430 კმ-ის გავლას სრულ დამუხტვაზე (სვლის რეჟიმების მიხედვით). NIO ასევე გაყიდის ES6-ის ვერსიას, რომელსაც ექნება 84 კვტ/სთ. ბატარეა და შეძლებს ერთ სრულ დამუხტვაზე გაიაროს 480-510 კმ. (თუმცა, როგორც ცნობილია, NIO ამ მაჩვენებლებს მოძველებული მეთოდით ითვლის და საბოლოო ჯამში კილომეტრაჟი რამოდენიმე ათეული კილომეტრით ნაკლები იქნება). ES6-ის ყველა მოდიფიკაციას ექნება ორი ელექტროძრავი და Tesla-ს ტიპის ტექნოლოგიები. 11,3-დუიმიანი სენსორული ეკრანი განთავსებულია მონაცემთა დაფასა და ცენტრალურ კონსოლს შორის, მეორე ეკრანი კი - ფიზიკური ინსტრუმენტების კლასტერზე. ქროსოვერს აგრეთვე აქვს დისპლეი, სადაც აისახება კრიტიკული ინფორმაცია (მაგალიად, სიჩქარე) და იგი განთავსებულია მძღოლის თვალთახედვის არეში - დისპლეი ჩანს, როდესაც მძღოლი გზას უყურებს. და ბოლოს, ES6-ს აქვს სენსორების ნაკრები, (“NIO Pilot”) რომელიც წარმოადგენს მძღოლის დამხმარე საშუალებას, მათ შორისაა სამოძრაო ზოლის შენარჩუნების კონტროლი და ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი. ელექტრომობილში გამოყენებულია NIO-ს უნიკალური ფუნქციებიც, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის საავტომობილო სისტემა NOMI, Nexux Q-ს მსგავსი რობოტი, რომელიც განთავსებულია სამართავი პანელის ცენტრში და აგრეთვე „არომატიზაციის ინტელექტუალური სისტემა“ - უფრო მეტად სასიამოვნო მგზავრობისთვის. NIO არ არის ერთადერთი ჩინური ავტომწარმოებელი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო ამ კვირაში. კიდევ ერთმა ჩინურმა სტარტაპმა - Xiaopeng-მა (ასევე ცნობილია, როგორც Xpeng) ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო-SUV-ი - G3. ეს ელექტრომობილი კონცეპტუალურად ძალიან ჰგავს Tesla Model Y-ს: მწარმოებლებმა როგორც განაცხადეს, მათ ისარგებლეს ილონ მასკის მიერ შემოთავაზებული ღია კოდებით. მსგავსების მიუხედავად, Xpeng-ის ქროსოვერი ნამდვილად არ არის Tesla Y-ის კლონი. ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ფასითაც: იგი საკმაოდ იაფია X და Y მოდელებთან შედარებით. G3-ის ღირებულება დაახლოებით 33 000 დოლარიდან იწყება. მას ექნება NIO-ს მსგავსი ფუნქცია მძღოლების დასახმარებლად, ასევე - მასიური დისპლეი Tesla-ს სტილში და აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 230 მილის გავლას (ზუსტი დეტალები უცნობია). Xpeng-ი უკვე იღებს შეკვეთებს და აცხადებს, რომ მზად არის მიწოდებებისთვის. წინასწარი შეკვეთები დაუშვა NIO-მაც, მიწოდება დაიწყება 2019 წლის ივნისიდან. ელექტრომობილების ფასზე გავლენას იქონიებს მყიდველების საცხოვრებელი ადგილი. NIO და Xpeng არ მიიჩნევიან როგორც Tesla-ს „მკვლელები“, თუმცა ითვლება, რომ ეს აისბერგის მწვერვალია. ჩინეთის ეროვნული კომისია აპირებს უფრო მეტი ყურადღება და რესურსი დაუთმოს საავტომობილო კომპანიებს და მანქანათმშენებლობაში ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვას. https://www.theverge.com/2018/12/21/18151959/tesla-model-y-competition-china-suv-nio-xpeng 1 Quote
Power_VANO Posted December 24, 2018 Posted December 24, 2018 ისე, ძალიან კარგია ბაზრისთვის ეს კლონების არსებობა. ფასები დაბლა მოდის, იგივე Tesla-ზეც. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.