Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიდეო ბარათებისა და დედა დაფების ტაივანურმა მწარმოებელმა, Gigabyte-მა წარმოადგინა GeForce GTX 1060 ვიდეო ბარათის სამი მოდიფიკაცია, რომლებიც დაფუძნებულია NVIDIA GP104 გრაფიკულ ჩიპსა და GDDR5X მეხსიერებაზე. სამივე ვიდეო ბარათი წარმოდგენილია ქარხნული აჩქარებით და, როგორც მიიჩნევა, კონკურენციას გაუწევს AMD Radeon RX 590-ს. 

 

image.jpeg 

წარმოდგენილი მოდელებია: 

  • Gigabyte GeForce GTX 1060 WindForce 2X OC D5X  -  250 $; 

  • Gigabyte GeForce GTX 1060 WindForce 3X OC D5X - 270 $; 

  • Gigabyte GeForce GTX 1060 G1 Gaming D5X - 300 $. 

პირველ ბარათს აქვს ორი ვენტილატორი და კვების 3+2 ფაზიანი სისტემა. გრაფიკული პროცესორი მუშაობს 1582-1797 მეგაჰერც სიხშირეზე. 

WindForce 3X OC D5X მოდელი წინასგან განსხვავდება უფრო გრძელი PCB დაფით. მას აქვს სამი ვენტილატორი, თუმცა მუშაობს იმავე სიხშირეებზე. განსხვავებული კვების ქვესისტემა: იგი 6+1 ფაზიანია.  

და ბოლოს, მესამე და ხსენებულ სამ მოდელს შორის ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათი G1 Gaming D5X, რომელიც წარმოდგენილია პროცესორის უფრო აგრესიული აჩქარებით: 1620-1847 მეგაჰერცი. მეორე მოდელის მსგავსად ამ ვიდე ბარათსაც აქვს 6+1 ფაზიანი კვების სისტემა. სამივე შემთხვევაში მეხსიერება 8 გიგაჰერცია.  

image.jpeg 

 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.