Magdalena Posted December 22, 2018 Posted December 22, 2018 ვატერლოოს უნივერსისტეტის მეცნიერებმა შექმნეს ფხვნილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამონაბოლქვიდან ნახშირორჟანგის მოშორება მანამ, სანამ იგი ატმოსფეროში მოხვდება. ფხვნილის მთავარი კომპონენტია შავი ნახშირბადი, რომელსაც მკვლევარები იღებენ მცენარეული ნედლეულისგან მარილისა და სითბოს თანამოქმედებით. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი აღმოჩენით შესაძლებელი იქნება ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება იმ ობიექტებიდან, რომლებიც წიაღისეულ ფორმებს იყენებენ, იმ დრომდე, სანამ მათი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს მწვანე ენერგიაზე გადასვლას. მასალა სუფთა და უსაფრთხოა, მისგან მზადდება დიდი ზომის ფილტრები, რისი წყალობითაც ეფექტურად მოხდება CO2-ის შეკავება ჰაერში გაბნევისგან. ახალი მეთოდის ეფექტურობა ორჯერ მეტია ნახშირორჟანგის შეკავების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. გარკვეული დროის წინ კი ამერიკელმა ქიმიკოსებმა და მიკრობიოლოგებმა შექმნეს კატალიზატორი, რომელიც ხელს შეუშლის CO2-ის გავრცელებას. სწორედ ნახშირორჟანგია გლობალური დათბობის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი. https://hightech.fm/2018/12/19/powder-co2 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.