Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

შემუშავებულ იქნა ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო მისიებში ადამიანისთვის რთულად მისადგომ ადგილებში შესაღწევად. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს „ოთხმკლავიანი“ დრონი, რომელიც ფორმას იცვლის, რათა შეაღწიოს ვიწრო ნაპრალებში. მთავარი მიზანი ის არის, რომ დრონები დასათვალიერებლად გაუშვან  ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ფიზიკურად და საფრთხის გათვალისწინებითაც,  მაგალითად, მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევებში. 

გარკვეული სახით, ამგვარი სამაშველო დრონები უკვე არსებობს, მაგრამ  ისინი ძირითადად მოზრდილი ზომისა და მყარი ფორმების მქონენი არიან, ამიტომ მათთვის შეუძლებელია შეაღწიონ, ვთქვათ, კედლის ნაპრალში ან გისოსებში. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალი დრონების შექმნა მათ ფრინველების მანევრირებამ შთააგონა. როდესაც დრონი აღმოჩნდება ვიწრო ნაპრალთან, იგი იღებს H-ის ფორმას. შესაბამისად, მრგვალი ღრმულის შემთხვევაში მისი კიდურები წრიულად განლაგდება და ემსგავსება O-ს. მესამე ძირითადი ფორმაა T-ს მსგავსი: ამ დროს დრონი მაქსიმალურად უახლოებს ობიექტს კამერას მისი უკეთ დათვალიერების მიზნით. ამ ძირითადი ფორმების გარდა, დრონებს შეუძლიათ სხვა ასიმეტრიული ფორმების მიღებაც საჭიროებების შესაბამისად.  

დრონს აქვს ბორტ-კომპიუტერი, ორი კამერა და ოთხი „კიდური, ე.წ მკლავი“. საფრენ აპარატს შეუძლია სიტუაცია გარკვეულწილად თავისით შეაფასოს და იმოქმედოს შესაბამისად, თუმცა ძირითადად მაინც საჭიროებს ბრძანებებს, მაგალითად - შეაღწიოს შენობაში და დაათვალიეროს თითოეული ოთახი. მკვლევარები გეგმავენ შეიმუშავონ ალგორითმები, რომლებითაც მიღწეულ იქნება დრონების სრული ავტონომია. 

გარდა სამაშველო მისიებში გამოყენებისა, არის ამგვარი დრონების ბოროტად გამოყენების ალბათობა, რადგან სავსებით წარმატებით არის შესაძლებელი, გაგზავნო ასეთი პატარა და მოქნილი აპარატი ჯაშუშური მიზნებისთვის. ამჟამად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დამუშავების პროცესი და უახლოეს დროში არ იგეგმება დრონების გამოყენება რეალურ მისიებში. 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.