Magdalena Posted December 22, 2018 Posted December 22, 2018 შემუშავებულ იქნა ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო მისიებში ადამიანისთვის რთულად მისადგომ ადგილებში შესაღწევად. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს „ოთხმკლავიანი“ დრონი, რომელიც ფორმას იცვლის, რათა შეაღწიოს ვიწრო ნაპრალებში. მთავარი მიზანი ის არის, რომ დრონები დასათვალიერებლად გაუშვან ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ფიზიკურად და საფრთხის გათვალისწინებითაც, მაგალითად, მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევებში. გარკვეული სახით, ამგვარი სამაშველო დრონები უკვე არსებობს, მაგრამ ისინი ძირითადად მოზრდილი ზომისა და მყარი ფორმების მქონენი არიან, ამიტომ მათთვის შეუძლებელია შეაღწიონ, ვთქვათ, კედლის ნაპრალში ან გისოსებში. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალი დრონების შექმნა მათ ფრინველების მანევრირებამ შთააგონა. როდესაც დრონი აღმოჩნდება ვიწრო ნაპრალთან, იგი იღებს H-ის ფორმას. შესაბამისად, მრგვალი ღრმულის შემთხვევაში მისი კიდურები წრიულად განლაგდება და ემსგავსება O-ს. მესამე ძირითადი ფორმაა T-ს მსგავსი: ამ დროს დრონი მაქსიმალურად უახლოებს ობიექტს კამერას მისი უკეთ დათვალიერების მიზნით. ამ ძირითადი ფორმების გარდა, დრონებს შეუძლიათ სხვა ასიმეტრიული ფორმების მიღებაც საჭიროებების შესაბამისად. დრონს აქვს ბორტ-კომპიუტერი, ორი კამერა და ოთხი „კიდური, ე.წ მკლავი“. საფრენ აპარატს შეუძლია სიტუაცია გარკვეულწილად თავისით შეაფასოს და იმოქმედოს შესაბამისად, თუმცა ძირითადად მაინც საჭიროებს ბრძანებებს, მაგალითად - შეაღწიოს შენობაში და დაათვალიეროს თითოეული ოთახი. მკვლევარები გეგმავენ შეიმუშავონ ალგორითმები, რომლებითაც მიღწეულ იქნება დრონების სრული ავტონომია. გარდა სამაშველო მისიებში გამოყენებისა, არის ამგვარი დრონების ბოროტად გამოყენების ალბათობა, რადგან სავსებით წარმატებით არის შესაძლებელი, გაგზავნო ასეთი პატარა და მოქნილი აპარატი ჯაშუშური მიზნებისთვის. ამჟამად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დამუშავების პროცესი და უახლოეს დროში არ იგეგმება დრონების გამოყენება რეალურ მისიებში. https://www.theverge.com/2018/12/20/18150454/shape-shifting-drone-future-rescue-missions 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.