Magdalena Posted December 20, 2018 Posted December 20, 2018 2017 წელს ჩინურმა კომპანია Honor-მა წარმოადგინა პლანშეტი Waterplay - 10,1 დუიმიანი დისპლეით. ამჯერად კი გამოუშვა მისი შემცირებული ვერსია - Honor Waterplay 8. დაანონსდა LTE მხარდაჭერის მქონე მოდელი. დივაისს აქვს 8-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით - 1920 х 1200 პიქსელი. მატრიცა შემოსაზღვრულია ფართე ჩარჩოებით. ზედა პანელზე განთავსებულია 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ქვედა ნაწილში კი - ღილაკი „Home”. პლანშეტის კორპუსი დაცულია მტვრისა და სინესტისგან IP67 სტანდარტის შესაბამისად. უკანა პანელზე განთავსებულია ორი კამერა 13 და 5-მეგაპიქსელიანი მოდულებით, აგრეთვე დაქტილოსკოპიური სენსორი. პლანშეტს აქვს Harman / Kardon-ის სტერეოდინამიკები და USB Type-C პორტი. პლანშეტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს მობილური პლატფორმა Kirin 659. იგი არ არის ყველაზე ახალი ჩიპსეტი, თუმცა მისი წარმადობა საკმარისია პლანშეტისთვის. Honor Waterplay 8-ს აქვს 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება. ასევე აქვს საფირმო GPU Turbo-ს მხარდაჭერა და სლოტი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს 256 გიგაბაიტამდე მოცულობის მეხსიერების ბარათი. ბატარეის მოცულობაა 5100 მილიამპერი/სთ. აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. Honor Waterplay 8 25 დეკემბრიდან გაიყიდება. პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში, ოქროსფერსა და ვერცხლისფერში. მისი წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში კომპანია მყიდველს საჩუქრად გადასცემს Honor AM115 ყურსასმენებს. LTE მოდემიანი Honor Waterplay 8-ის ღირებულება დაახლოებით 247 აშშ დოლარია. http://bit.ly/2R7HcS9 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.