Jump to content

Recommended Posts

Posted

2017 წელს ჩინურმა კომპანია Honor-მა წარმოადგინა პლანშეტი Waterplay - 10,1 დუიმიანი დისპლეით. ამჯერად კი გამოუშვა მისი შემცირებული ვერსია - Honor Waterplay 8. დაანონსდა LTE მხარდაჭერის მქონე მოდელი. 

image.jpeg

დივაისს აქვს 8-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით - 1920 х 1200 პიქსელი. მატრიცა შემოსაზღვრულია ფართე ჩარჩოებით. ზედა პანელზე განთავსებულია 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ქვედა ნაწილში კი - ღილაკი „Home”. პლანშეტის კორპუსი დაცულია მტვრისა და სინესტისგან IP67 სტანდარტის შესაბამისად. 

უკანა პანელზე განთავსებულია ორი კამერა 13 და 5-მეგაპიქსელიანი მოდულებით, აგრეთვე დაქტილოსკოპიური სენსორი. პლანშეტს აქვს Harman / Kardon-ის სტერეოდინამიკები და USB Type-C პორტი. 

პლანშეტის მთავარ კომპონეტს წარმოადგენს მობილური პლატფორმა Kirin 659. იგი არ არის ყველაზე ახალი ჩიპსეტი, თუმცა მისი წარმადობა საკმარისია პლანშეტისთვის. Honor Waterplay 8-ს აქვს 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება. ასევე აქვს საფირმო GPU Turbo-ს მხარდაჭერა და სლოტი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს 256 გიგაბაიტამდე მოცულობის მეხსიერების ბარათი. ბატარეის მოცულობა 5100 მილიამპერი/სთ. აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Honor Waterplay 8 25 დეკემბრიდან გაიყიდება. პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში, ოქროსფერსა და ვერცხლისფერი. მისი წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში კომპანია მყიდველს საჩუქრად გადასცემს Honor AM115 ყურსასმენებს. LTE მოდემიანი Honor Waterplay 8-ის ღირებულება დაახლოებით 247 აშშ დოლარია.

http://bit.ly/2R7HcS9

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.