Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოვალუტების ბაზარი კვლავ ავლენს სიცოცხლის ნიშნებს. ამჯერად ძირითადი ყურადღება მიმართულია Ethereum-ისკენ, რომლის ფასმაც ისტორიაში პირველად გაუსწრო Bitcoin Cash BCH ფასს. (ამ ეტაპზე მდგომარეობა კვლავ შეიცვალა და BCH-ის ფასი ისევ საგრძნობლად გაიზარდა). 

ამჯერად სხვაობა თითქმის ოთხ დოლარს შეადგენს. Coin360-ის, CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტების ბრძოლაში ETH ვაჭრობს 94 დოლარიან ზონაში, იმ დროს როდესაც BCH აღემატება 90 დოლარს. შეგახსენებთ, რომ Bitcoin Cash-ის შექმნის მომენტიდან იგი ფასით ყოველთვის აღემატებოდა Ethereum-ს. 

დიდი ალბათობით, მოვლენების ამგვარი განვითარების მიზეზი გახდა Bitcoin Cash-ის სადავო ჰარფორკი ნოემბერში, როდესაც კოინი ორ ჯაჭვად გაიყო - Bitcoin ABC და Bitcoin SV. 

თავდაპირველად, BSV-ს ფასი ახდენდა უმეტესი კრიპტოაქტივების საპირისპირო კორელაციას Bitcoin-ის აქტივობასთან უნისონში. შემდეგ ფასმა დაიწყო მკვეთრი ვარდნა და დეკემბრის შუა პერიოდში BCH-ს გაუტოლდა. ამჟამად BCH და BSV ყველა კრიპროვალუტას შორის იკავებენ მერვე და მეცხრე ადგილს საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით.  

image.png

 

BCH/ETH ფასების შვიდდღიანი გრაფიკი 

Bitcoin-ი ჩამოვიდა 15-თვიან მინიმუმზე - 3130 დოლარზე, შემდეგ აიწია 3200 დოლარამდე. შემდეგ კი გაიზარდა კიდევ 300 დოლარით. 

image.png 

ანალიტიკოსები ჯერჯეროით არ ჩქარობენ პროგნოზების გაკეთებას ამგვარ გაურკვეველ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც Cointelegraph-ი წერს, კრიპტოექსპერტი ტონი ვეისი პროგნოზირებს Bitcoin-ის 1000 დოლარამდე დაცემას.  

ამჟამად კი ვითარება ამგვარია: ბაზრის კაპიტალიზაცია გაიზარდა 113 მილიარდ დოლარამდე, დომინანტი Bitcoin-ის წილი კი ბაზრის 54,2 პროცენტს შეადგენს.  

აქვე აღვნიშნავთ, რომ რამოდენიმე დღის წინ Litecoin-მაც გაუსწრო Bitcoin Cash-ს, ოღონდ საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.