Magdalena Posted December 20, 2018 Posted December 20, 2018 კრიპტოვალუტების ბაზარი კვლავ ავლენს სიცოცხლის ნიშნებს. ამჯერად ძირითადი ყურადღება მიმართულია Ethereum-ისკენ, რომლის ფასმაც ისტორიაში პირველად გაუსწრო Bitcoin Cash BCH ფასს. (ამ ეტაპზე მდგომარეობა კვლავ შეიცვალა და BCH-ის ფასი ისევ საგრძნობლად გაიზარდა). ამჯერად სხვაობა თითქმის ოთხ დოლარს შეადგენს. Coin360-ის, CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტების ბრძოლაში ETH ვაჭრობს 94 დოლარიან ზონაში, იმ დროს როდესაც BCH აღემატება 90 დოლარს. შეგახსენებთ, რომ Bitcoin Cash-ის შექმნის მომენტიდან იგი ფასით ყოველთვის აღემატებოდა Ethereum-ს. დიდი ალბათობით, მოვლენების ამგვარი განვითარების მიზეზი გახდა Bitcoin Cash-ის სადავო ჰარდფორკი ნოემბერში, როდესაც კოინი ორ ჯაჭვად გაიყო - Bitcoin ABC და Bitcoin SV. თავდაპირველად, BSV-ს ფასი ახდენდა უმეტესი კრიპტოაქტივების საპირისპირო კორელაციას Bitcoin-ის აქტივობასთან უნისონში. შემდეგ ფასმა დაიწყო მკვეთრი ვარდნა და დეკემბრის შუა პერიოდში BCH-ს გაუტოლდა. ამჟამად BCH და BSV ყველა კრიპროვალუტას შორის იკავებენ მერვე და მეცხრე ადგილს საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. BCH/ETH ფასების შვიდდღიანი გრაფიკი Bitcoin-ი ჩამოვიდა 15-თვიან მინიმუმზე - 3130 დოლარზე, შემდეგ აიწია 3200 დოლარამდე. შემდეგ კი გაიზარდა კიდევ 300 დოლარით. ანალიტიკოსები ჯერჯერობით არ ჩქარობენ პროგნოზების გაკეთებას ამგვარ გაურკვეველ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც Cointelegraph-ი წერს, კრიპტოექსპერტი ტონი ვეისი პროგნოზირებს Bitcoin-ის 1000 დოლარამდე დაცემას. ამჟამად კი ვითარება ამგვარია: ბაზრის კაპიტალიზაცია გაიზარდა 113 მილიარდ დოლარამდე, დომინანტი Bitcoin-ის წილი კი ბაზრის 54,2 პროცენტს შეადგენს. აქვე აღვნიშნავთ, რომ რამოდენიმე დღის წინ Litecoin-მაც გაუსწრო Bitcoin Cash-ს, ოღონდ საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით. https://cryptonovosti.com/svershilos-czena-efiriuma-vpervyie-v-istorii-oboshla-bitcoin-cash.-ryinok-ozhivaet/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.