Magdalena Posted December 20, 2018 Posted December 20, 2018 დაახლოებით თვენახევრის წინ კომპანია Lenovo-მ წარადგინა სლაიდერის ტიპის სმარტფონი Z5 Pro - Qualcomm Snapdragon 710-ის პლატფორმაზე. ამჯერად კი გამოჩნდა ამ დივაისის ტოპ-მოდიფიკაცია - Z5 Pro GT. წარმოდგენილი სმარტფონი გახდა მსოფლიოში პირველი კომერციული დივაისი ახალი Snapdragon 855 პროცესორით. ჩიპი შეიცავს რვა Kryo 485 ბირთვს: მათგან ერთი მუშაობს 2,84 გჰც-ზე, სამი - 2,42 გჰც-ზე, დანარჩენი ოთხი კი - 1,80 გჰც სიხშირეზე. გრაფიკის დამუშავებისთვის წარმოდგენილია მაღალი წარმადობის ამაჩქარებელი Adreno 640. ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X24 LTE უზრუნველყოფს მონაცემთა ჩამოტვირთვის თეორიულ 2 გბიტი/წმ.-მდე სიჩქარეს. გარდა ამისა, Lenovo Z5 Pro GT - ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. მომხმარებელებს ასევე შეეძლებათ შეიძინონ მოდიფიკაციები 6 და 8 გიგაბაიტი ოპერატიულით. ფლეშ-მოდულის მოცულობა ვარირებს 128-დან 512 გიგაბაიტამდე, კონფიგურაციების შესაბამისად. დანარჩენი მახასიათებლები Z5 Pro მოდელის იდენტურია. 6,39-დუიმიანი ეკრანი წარმოდგენილია 2340 × 1080 გაფართოებით ( Full HD+ ფორმატი ). დისპლეიზე ინტეგრირებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ზედა ნაწილში არსებულ მოძრავ ბლოკზე განთავსებულია ორი კამერა 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებით. მხარდაჭერილია მომხმარებლის სახის ამოცნობის ტექნოლოგია. სმარტფონის უკანა ნაწილზე განთავსებულია კიდევ ორი კამერა 24 და 16 მეგაპიქსელიანი მოდულებით. დანარჩენი დეტალები ამგვარია: სმარტფონს აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები, USB Type-C პორტი, NFC მოდული, Dual SIM სისტემა. სმარტფონის გაბარიტები შეადგენს 155,12 × 73,04 × 9,3 მილიმეტრს, წონა - 210 გრამს. კვებას უზრუნველყოფს 3350 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა. კორპუსი დამზადებულია Carbon Black პრემიუმ-დიზაინით: გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკოები, დომინანტ შავ ფერს დამატებული აქვს წითელი ფერის აქცენტები. გამოყენებულია პროგრამული პლატფორმა Android 9.0 (Pie) და ZUI 10. კონფიგურაციების შესაბამისად ფასები ამგვარია: 6 გბ ოპერატიული, 128 გბ ფლეშ-მეხსიერება - 390 $; 8 გბ ოპერატიული, 128 გბ ფლეშ-მეხსიერება- 430 $; 8 გბ ოპერატიული, 256 გბ ფლეშ-მეხსიერება - 490 $; 12 გბ ოპერატიული, 512 გბ ფლეშ-მეხსიერება - 640 $. https://3dnews.ru/979801 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.