Magdalena Posted December 19, 2018 Posted December 19, 2018 კომპანია Qualcomm Technologies-მა დააანონსა მოდემი Qualcomm 9205 LTE, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად სხვადასხვა ტიპის თან სატარებელი დივაისებისთვისა (მაგალითად, სმარტ-საათები, აქტივობის ტრეკერები) და ინტერნეტ-ნივთებისთვის. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ახალი მოდემი უზრუნველყოფს წინამორბედთან შედარებით ენერგომოხმარების შემცირებას 70%-მდე მოლოდინის რეჟიმში. ამასთან, 50%-ით შემცირდა ზომაც. Qualcomm 9205 LTE-ის შეამდგენლობაში შედის მრავალრეჟიმიანი LTE-მოდემი 2G/E-GPRS მობილურ ქსელებში მუშაობის შესაძლებლობით, ასევე GPS/Beidou/GLONASS/Galileo თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების მიმღები. გარდა ამისა, ახალი მოწყობილობა შეიცავს ARM Cortex-A7 პროცესორს 800 მეგაჰერცამდე ტაქტის სიხშირით. ამის წყალობით აღარ არის გარე მიკროკონტროლერის გამოყენების აუცილებლობა. და ბოლოს, საუბარია ახალ მოწყობილობაში ენერგომოხმარების მართვის მოწინავე საშუალებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ. Qualcomm 9205 LTE მოდემის მქონე კომერციული პროდუქტები მომდევნო წლიდან გამოჩნდება. https://3dnews.ru/979758 1 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now