Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-ა დააპატენტა ახალი ჰოლოგრაფიული მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია მაღალხარისხიანი 3D გამოსახულებების გაშვება ისე, რომ აუცილებელი არ არის ეკრანს უყუროთ განსაზღვრული კუთხიდან, როგორც ეს საჭიროა Nintendo 3DS-ის გამოყენებისას. 

image.jpeg 

პატენტი გამოაქვეყნა მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების მართვის ორგანიზაციამ და აშშ-ის პატენტების სამმართველომ. პუბლიკაციაში ნაჩვენებია, რომ დისპლეიში გამოყენებულია ახალი ტიპის სივრცითი მოდულატორი, რომელშიც მოგვარებულია თვალთახედვის კუთხის შეზღუდულობისა და ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიის მცირე გაფართოების პრობლემები.  

როგორც რესურსი Lets Go Digital თვლის, ეს ყველაფერი ფანტასტიკასავით ჟღერს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ცნობილია, Samsung- გარკვეული პერიოდია მუშაობს ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ კომპანიის მეცნიერებმა შეძლეს, ეპოვათ საშუალება, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ხარისხი და მოგვარდეს შეზღუდვის პრობლემა, რადგან სწორედ ეს ორი ფაქტორი უშლის ყველაზე მეტად ხელს არსებული ჰოლოგრაფიული სისტემების წინსვლას. 

image.jpeg

 

საპატენტო ცნობარში აღწერილია სწორ ზედაპირზე განთავსებული მიკროლინზები, რომელზეც ფოკუსირდება დისპლეიდან გამოსხივებული სინათლის სხივი და ხდება სამგანზომილებიანი გამოსახულების ფორმირება ახალი სივრცითი მოდულატორის მეშვეობით. 

მეცნიერები საკმაოდ დიდი ხანია მუშაობენ ნამდვილი სამგანზომილებიანი ჰოლოგრამის შექმნაზე. სურთ, რომ მიიღონ დიდი მოცულობის გამოსახულება, რომელიც ხილვადი იქნება ნებისმიერი ადგილიდან, სწორედ ისევე, როგორც ვხედავთ ობიექტებს რეალურ ცხოვრებაში. ჯერჯერობით კი თანამედროვე ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიები საჭიროებენ, რომ გამოსახულებას უყუროთ შეზღუდული არეალიდან. 

  • Like 1
Posted

ჰოლოგრამები ჩემი ბავშვობის ოცნებაა :დ

მინდა :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.