Magdalena Posted December 19, 2018 Posted December 19, 2018 Bloomberg-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს კომპანიის სამომავლო გეგმებში გათვითცნობიერებულ პირთან, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მომდევნო წელს LG გამოუშვებს დასაკეც ტელევიზორს. მისი დემონსტრირება უკვე შედგა CES 2018-ზე. სიახლე გულისხმობს 65-დუიმიან OLED-დისპლეის და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსხვილფორმატიანი კონტენტის ხილვა ჩვეულებრივი ტელევიზორისთვის დამახასიათებელი შავი ჩარჩოების გარეშე. Bloomberg-მა დაადასტურა ისიც, რომ LG წარადგენს თავის პირველ 5G სმარტფონს თებერვალში Mobile World Congress ივენთზე. ეს ფაქტი ლოგიკურია, რადგან Samsung-სა და LG-ს უკვე ჰქონდათ ამ დრომდე გამოცხადებული, რომ გეგმაში აქვთ 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე დივაისების გამოშვება 2019 წლის პირველ ნახევარში - იმ დროიდან, როგორც კი მეხუთე თაობის ქსელი გაეშვება. გასულ თვეში რესურსმა Engadget-მა განაცხადა, რომ ნახა LG-ს შიდა დოკუმენტები, სადაც მოცემული იყო, რომ კომპანია აპირებს არა პროტოტიპების, არამედ სრულფასოვანი დასაკეცი ტელევიზორების დემონსტრირებას CES 2019-ზე. აგრეთვე არის მოლოდინი, რომ ამავე ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება LG-ის დასაკეცი სმარტფონიც, თუმცა ეს მოლოდინი ნაკლებად საფუძვლიანია. ნებისმიერ შემთხვევაში, CES 2019-მდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და თავად ვნახავთ წარმოდგენილ სიახლეებს. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/17/18145866/lg-rollable-tv-ces-2019-commercial-sale 1
Power_VANO Posted December 24, 2018 Posted December 24, 2018 მოღუნვადი OLED-ები ძვირია, თან მინიმუმ 4K ხომ იქნება. ფასი ექნება, უჰ...
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now