Jump to content

Recommended Posts

Posted

Bloomberg-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს კომპანიის სამომავლო გეგმებში გათვითცნობიერებულ პირთან, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მომდევნო წელს LG გამოუშვებს დასაკეც ტელევიზორს. მისი დემონსტრირება უკვე შედგა CES 2018-ზე. სიახლე გულისხმობს 65-დუიმიან OLED-დისპლეის და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსხვილფორმატიანი კონტენტის ხილვა ჩვეულებრივი ტელევიზორისთვის დამახასიათებელი შავი ჩარჩოების გარეშე. 

Bloomberg-მა დაადასტურა ისიც, რომ LG წარადგენს თავის პირველ 5G სმარტფონს თებერვალში Mobile World Congress ივენთზე. ეს ფაქტი ლოგიკურია, რადგან Samsung-სა და LG-ს უკვე ჰქონდათ ამ დრომდე გამოცხადებული, რომ გეგმაში აქვთ 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე დივაისების გამოშვება 2019 წლის პირველ ნახევარში - იმ დროიდან, როგორც კი მეხუთე თაობის ქსელი გაეშვება. 

image.jpeg

 

გასულ თვეში რესურსმა Engadget-მა განაცხადა, რომ ნახა LG-ს შიდა დოკუმენტები, სადაც მოცემული იყო, რომ კომპანია აპირებს არა პროტოტიპების, არამედ სრულფასოვანი დასაკეცი ტელევიზორების დემონსტრირებას CES 2019-ზე. აგრეთვე არის მოლოდინი, რომ ამავე ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება LG-ის დასაკეცი სმარტფონიც, თუმცა ეს მოლოდინი ნაკლებად საფუძვლიანია. 

ნებისმიერ შემთხვევაში, CES 2019-მდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და თავად ვნახავთ წარმოდგენილ სიახლეებს. 

image.jpeg 

  • Like 1
Posted

მოღუნვადი OLED-ები ძვირია, თან მინიმუმ 4K ხომ იქნება.

ფასი ექნება, უჰ... :) 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.