Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Microsoft- აგრძელებს თავისი Xbox-კონსოლებისთვის კოდური სახელების მინიჭებას. ორიგინალი Xbox One-ის კოდური დასახელება იყო Durango, Xbox One X-ის კი - Scorpio. ამჯერად კი, შემდეგი თაობის Xbox-ი, რომელიც 2020 წელს უნდა გამოვიდეს, ფიგურირებს სახელით - Anaconda. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს Windows Central-ი. როგორც ჩანს, Microsoft- ემზადება ორი ახალი კონსოლის გამოშვებისთვის. 

Anaconda უკვე არსებული Xbox One X-ის ეკვივალენტური იქნება, გაუმჯობესებული შესაძლებლობებით და AMD-ს გრაფიკით. შესაძლებელია, რომ იგი მოიცავდეს SSD სანახ სივრცეს, რითიც შემცირდება თამაშის ჩატვირთვის დრო. აგრეთვე ცნობილია, რომ Microsoft-ი ამზადებს მეორე კონსოლსაც, კოდური დასახელებით Lockhart, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი (Xbox One S-ის სტილში). რასაკვირველია, ამ ორივე კონსოლს ექნება ყველა იმ თამაშის მხარდაჭერა, რომლებიც ხელმისაწვდომია Xbox-ის, Xbox 360-ისა და რაღა თქმა უნდა Xbox One-ისთვის. 

ამ ორი ახალი კონსოლის მზადების პარალელურად, Microsoft-ი აპირებს 2019 წელს გამოუშვას Xbox One S-ის ვერსი დისკის გარეშე. როგორც მოსალოდნელია, იგი გაზაფხულზე გამოვა. 

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ Microsoft-ი განიხილავს „disc-to-digital“ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ბიბლიოთეკის კონვერტაციას ფიზიკური დისკიდან ციფრულ ფორმატში. Microsoft-ი ამ ფუნქციის ამოქმედებას გეგმავდა Xbox One-ის გამოშვებისას, თუმცა გადაიდო მოთხოვნასა და თავსებადობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო. 

შემდგომი თაობის კონსოლებში დიდი ყურადღება დაეთმობა xCloud game streaming სერვისს. მომდევნო წელს Microsoft- გეგმავს გამოუშვას ამ სერვისის ღია საზოგადოებრივი სატესტო ვერსია, რის შედეგადაც Xbox-თამაშები ხელმისაწვდომი გახდება პერსონალურ კომპიუტერებზე, კონსოლებსა და სმარტფონებზეც. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.