Magdalena Posted December 19, 2018 Posted December 19, 2018 Microsoft-ი აგრძელებს თავისი Xbox-კონსოლებისთვის კოდური სახელების მინიჭებას. ორიგინალი Xbox One-ის კოდური დასახელება იყო Durango, Xbox One X-ის კი - Scorpio. ამჯერად კი, შემდეგი თაობის Xbox-ი, რომელიც 2020 წელს უნდა გამოვიდეს, ფიგურირებს სახელით - Anaconda. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს Windows Central-ი. როგორც ჩანს, Microsoft-ი ემზადება ორი ახალი კონსოლის გამოშვებისთვის. Anaconda უკვე არსებული Xbox One X-ის ეკვივალენტური იქნება, გაუმჯობესებული შესაძლებლობებით და AMD-ს გრაფიკით. შესაძლებელია, რომ იგი მოიცავდეს SSD სანახ სივრცეს, რითიც შემცირდება თამაშის ჩატვირთვის დრო. აგრეთვე ცნობილია, რომ Microsoft-ი ამზადებს მეორე კონსოლსაც, კოდური დასახელებით Lockhart, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი (Xbox One S-ის სტილში). რასაკვირველია, ამ ორივე კონსოლს ექნება ყველა იმ თამაშის მხარდაჭერა, რომლებიც ხელმისაწვდომია Xbox-ის, Xbox 360-ისა და რაღა თქმა უნდა Xbox One-ისთვის. ამ ორი ახალი კონსოლის მზადების პარალელურად, Microsoft-ი აპირებს 2019 წელს გამოუშვას Xbox One S-ის ვერსია დისკის გარეშე. როგორც მოსალოდნელია, იგი გაზაფხულზე გამოვა. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ Microsoft-ი განიხილავს „disc-to-digital“ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ბიბლიოთეკის კონვერტაციას ფიზიკური დისკიდან ციფრულ ფორმატში. Microsoft-ი ამ ფუნქციის ამოქმედებას გეგმავდა Xbox One-ის გამოშვებისას, თუმცა გადაიდო მოთხოვნასა და თავსებადობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო. შემდგომი თაობის კონსოლებში დიდი ყურადღება დაეთმობა xCloud game streaming სერვისს. მომდევნო წელს Microsoft-ი გეგმავს გამოუშვას ამ სერვისის ღია საზოგადოებრივი სატესტო ვერსია, რის შედეგადაც Xbox-თამაშები ხელმისაწვდომი გახდება პერსონალურ კომპიუტერებზე, კონსოლებსა და სმარტფონებზეც. https://www.theverge.com/2018/12/18/18146095/microsoft-xbox-anaconda-lockhart-codenames-next-generation 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.