Magdalena Posted December 18, 2018 Posted December 18, 2018 Hyundai-მ წარადგინა ახალი საავტომობილო სისტემა, რომლის მიხედვითაც მძღოლებს შეეძლებათ ავტომობილის განბლოკვა და დაძვრა თითის ანაბეჭდის გამოყენებით. დაქტილოსკოპიური სკანერები ჩამონტაჟებულია კარის სახელურსა და დაძვრის ღილაკში. ამგვარი სისტემით არის წარმოდგენილი Santa Fe 2019 წლის ქროსოვერი, რომლის დემონსტრაციაც მოხდა გასულ კვირას ჩინეთის ავტოშოუზე. სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის განცხადების მიხედვით, შესაძლებელი იქნება ერთსა და იმავე ავტომობილზე რამოდენიმე პირის თითის ანაბეჭდის დარეგისტრირება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გამოიყენებს ავტომობილს კონკრეტულ მომენტში, ტრანსპორტში ავტომატურად დარეგულირდება სავარძლების მდგომარეობა და უკანა ხედვის სარკის დახრის კუთხე. Hyundai პირობას იძლევა, რომ სამომავლოდ ბიომეტრიული სისტემების საშუალებით ინდივიდუალურად განისაზღვრება საჭირო ტემპერატურისა და ტენიანობის დონე და მართვის რეჟიმი. https://3dnews.ru/979754 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.