Magdalena Posted December 18, 2018 Posted December 18, 2018 სტარტაპ Breakthrough Starshot-ის მიზანს წარმოადგენს შექმნას სისტემა, რომელიც გაგზავნის ათასობით ნანორაკეტას კოსმოსში ლაზერული სხივის მეშვეობით. ამის შესახებ წერს Business Insider-ი. Breakthrough Starshot-ის დამფუძნებლები არიან: სტივენ ჰოკინგი (იყო), ჰარვარდის უნივერსისტეტის ასტრონომი Avi Loeb-ი და რუსი მილიარდერი Юрий Мильнер-ი, რომელმაც პროექტში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი ჩადო. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სუპერმძლავრი ლაზერის მქონე სისტემების შექმნა, რომლებიც შეძლებენ კოსმოსში გაუშვან ათასობით ნანორაკეტები, ე.წ. StarChip-ები, რომლებიც დამზადებული იქნება გრაფენზე ან სხვა სუპერგამძლე მატერიალზე და მათი საერთო წონა არ აღემატება ერთ გრამს. მათზე დამონტაჟებული იქნება ათეულობით სხვადასხვა ტიპის სენსორი სხვადასხვა სახის კვლევებისთვის. პროექტი მოქმედებს 2016 წლიდან. იმ დროიდან მოყოლებული, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ფარგლებში აუცილებელია ჩილეს უდაბნოში განთავსდეს მძლავრი ლაზერი - მისი საშუალებით მოხდება StarChip-ების აჩქარება სინათლის სიჩქარის 20%-მდე - დაახლოებით 150 მლნ. კმ/სთ. სიჩქარემდე. პროექტის უმთავრესი მიზანია გაუშვას ნანოხომალდები ალფა ცენტავრის თანავარსკვლავედისკენ - თავიანთი სიჩქარის წყალობით ისინი შეძლებენ 3-4 სინათლის წელიწადში გასავლელი სივრცის 20 წელიწადში გავლას. შესაძლებელია, რომ პირველი StarChip-ები ალფა-ცენტავრიზე 2060 წლისთვის გაემართონ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე უამრავი მეცნიერი მუშაობს, სტარტაპს სირთულეები აქვს პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, საჭირო მძლავრი ლაზერის დამზადებას მილიარდობით დოლარი სჭირდება, გარდა ამისა, თუკი ამ ლაზერის სხივი შეცდომით სადმე დედამიწის ზედაპირისკენ იქნება მიმართული, შეძლებს წამებში გაანადგუროს მთლიანი ქალაქი. გარდა ამისა, ღია კოსმოსში StarChip-მა უნდა გახსნას აფრა (იალქანი). ამასთან დაკავშირებით მეცნიერები შიშობენ, რომ იგი ვერ გაუძლებს ლაზერის მეტისმეტად მძლავრ სხივს და დაიწვება. საერთო ჯამში, პროექტზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებს უწევთ იმუშაონ ამ მისიასთან დაკავშირებით შექმნილ 50 პრობლემაზე. https://hightech.fm/2018/12/17/breakthrough-starshot-2 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.