Jump to content

Recommended Posts

Posted

სტარტაპ Breakthrough Starshot-ის მიზანს წარმოადგენს შექმნას სისტემა, რომელიც გაგზავნის ათასობით ნანორაკეტას კოსმოსში ლაზერული სხივის მეშვეობით. ამის შესახებ წერს Business Insider-ი. 

Breakthrough Starshot-ის დამფუძნებლები არიან: სტივენ ჰოკინგი (იყო), ჰარვარდის უნივერსისტეტის ასტრონომი Avi Loeb-ი და რუსი მილიარდე Юрий Мильнер-ი, რომელმაც პროექტში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი ჩადო. 

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სუპერმძლავრი ლაზერის მქონე სისტემების შექმნა, რომლებიც შეძლებენ კოსმოსში გაუშვან ათასობით ნანორაკეტები, ე.წ. StarChip-ები, რომლებიც დამზადებული იქნება გრაფენზე ან სხვა სუპერგამძლე მატერიალზე და მათი საერთო წონა არ აღემატება ერთ გრამს. მათზე დამონტაჟებული იქნება ათეულობით სხვადასხვა ტიპის სენსორი სხვადასხვა სახის კვლევებისთვის. 

პროექტი მოქმედებს 2016 წლიდან. იმ დროიდან მოყოლებული, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ფარგლებში აუცილებელია ჩილეს უდაბნოშ განთავსდეს მძლავრი ლაზერი - მისი საშუალებით მოხდება StarChip-ების აჩქარება სინათლის სიჩქარის 20%-მდე  - დაახლოებით 150 მლნ. კმ/სთ. სიჩქარემდე. 

პროექტის უმთავრესი მიზანია გაუშვას ნანოხომალდები ალფა ცენტავრის თანავარსკვლავედისკენ - თავიანთი სიჩქარის წყალობით ისინი შეძლებენ 3-4 სინათლის წელიწადში გასავლელი სივრცის 20 წელიწადში გავლას. 

შესაძლებელია, რომ პირველი StarChip-ები ალფა-ცენტავრიზე 2060 წლისთვის გაემართონ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე უამრავი მეცნიერი მუშაობს, სტარტპს სირთულეები აქვს პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, საჭირო მძლავრი ლაზერის დამზადებას მილიარდობით დოლარი სჭირდება, გარდა ამისა, თუკი ამ ლაზერის სხივი შეცდომით სადმე დედამიწის ზედაპირისკენ იქნება მიმართული, შეძლებს წამებში გაანადგუროს მთლიანი ქალაქი. 

image.jpeg

 

გარდა ამისა, ღია კოსმოსში StarChip-მა უნდა გახსნას აფრა (იალქანი). ამასთან დაკავშირებით მეცნიერები შიშობენ, რომ იგი ვერ გაუძლებს ლაზერის მეტისმეტად მძლავრ სხივს და დაიწვება. საერთო ჯამში, პროექტზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებს უწევთ იმუშაონ ამ მისიასთან დაკავშირებით შექმნილ 50 პრობლემაზე.  

  • Like 1
Posted

 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.