Magdalena Posted December 15, 2018 Posted December 15, 2018 ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) დაკავებულია 3D-ბიოპრინტერის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს, მოხდეს კანის, ძვლებისა და სხეულის ცალკეული ნაწილების აღდგენა, თუკი ასტრონავტები ტრავმებს მიიღებენ სამომავლო კოსმოსურ მისიებში. ამის შესახებ იტყობინება რესურსი Futurism-ი - სააგენტოსგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე. კოსმოსურ მისიებში ყოფნისას, ასტრონავტებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ სამედიცინო დახმარება სერიოზული დაშავების შემთხვევაში. დაშავება კი შესაძლებელია მოხდეს როგორც სადგურზე ყოფნისას, ასევე ღია კოსმოსში გასვლის დროს. „დღესდღეობით არსებული მცირეორბიტალური ეკიპაჟებისგან განსხვავებით, სამომავლოდ, შორეულ კოსმოსურ მისიებში გამგზავრებული ასტრონავტები უფრო მეტად იქნებიან რისკის ქვეშ, რომ აღმოჩნდნენ ბევრად სერიოზული პრობლემების წინაშე. 3D-ბიოპრინტერი კი მათ დაეხმარება სამედიცინო თვალსაზრისით“ - Sandra Podhajsky (ESA). ჯერჯერობით, ESA-ს პროექტი საწყის ეტაპზე იმყოფება - კოსმოსური სააგენტო კონსულტაციებს გადის ევროპის უნივერსიტეტების მკვლევარებთან. პროგრამის რეალიზაციის ვადები არ ხმაურდება. https://hightech.fm/2018/12/12/skin-and-bones 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.