Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ვებ-ბრაუზერმა Opera-მ გამოუშვა ინტეგრირებული კრიპტოსაფულე თავის Android-აპლიკაციაში. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა ლონდონის ბლოკჩეინ-ივენთზე. საფულეს თავდაპირველად ექნება მხოლოდ Ethereum-ის მხარდაჭერა, დანარჩენი კოინები კი მოგვიანებით დაემატება. Ethereum-ს ინვესტორები, რომლებიც Opera-ს იყენებენ, პოტენციურად უფრო ადვილად მიიღებენ წვდომას თავიანთ ტოკენებზე ამ ფუნქციის გამოყენებით. 

კრიპტოსაფულის გამოყენების მსურველებმა პირველ რიგში უნდა ჩამოტვირთონ Opera- Android-ვერსია (იგი არ არის ხელმისაწვდომი iOS-ზე), შემდეგ შეიძინონ ტოკენები საფულეში შესანახად. შემდეგ კი, მომხმარებლები მიიღებენ წვდომას ბრაუზერის მინი-აპლიკაციებზე. 

Opera-მ ჯერ კიდევ ივლისში განახადა, რომ ამ სიახლის ტესტირებას ახდენს. ამ დროისთვის, ფასები კრიპტოვალუტებზე მნიშვნელოვნადაა დაცემული წინა წლის ბოლო პერიოდთან შედარებით. Opera-მ ასევე აღნიშნა კრიპტოთაღლითების საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ თავის ვებ-ბრაუზერში დანერგა პროგრამული უზრუნველყოფა კრიპტოჰაკერებისგან თავდაცვის მიზნით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.