Magdalena Posted December 13, 2018 Posted December 13, 2018 Instagram-მა თავის მესიჯებში ხმოვანი შეტყობინების ფუნქცია დაამატა. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთს გაუგზავნონ ერთ წუთამდე ხანგრძლივობის ხმოვანი შეტყობინებები ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ჩატში. განახლება ეხება iOS-სა და Android-ს. მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას მიკროფონის ღილაკზე დაჭერითა და საუბრის ჩაწერით, თითის აშვებისას კი შეტყობინება ავტომატურად გაიგზავნება. იმ შემთხვევაში კი, თუ გაგზავნას გადაიფიქრებენ, შეუძლიათ შეტყობინება ჩააგდონ „ნაგვის ყუთში“. Instagram-მა საკმაოდ დააგვიანა ამ ფუნქციის დამატება, რამდენადაც მის მშობელ კომპანია facebook-ს უკვე წლებია აქვს ხმოვანი შეტყობინებით სარგებლობის ფუნქცია თავის Messenger-პლატფორმაზე. ხმოვანი შეტყობინებები საუბრის სწრაფ საშუალებას წარმოადგენს სხვა პლატფომებზეც, როგორებიცაა WeChat და WhatsApp, Instagram-ზე მისი დამატებით კი იგი უკვე მისი მომხმარებლებისთვის გახდება სასარგებლო. როგორც ზოგიერთი აღნიშნავს, ეს შემთხვევა ერთ-ერთი ნიშანია Instagram-ის არსებობის დასასრულისა, რადგან იგი მეტისმეტად გადაიტვირთა Facebook-ის ფუნქციებით. https://www.theverge.com/2018/12/10/18134675/instagram-voice-messaging-direct-message-dm 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.