Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei Nova  

რამოდენიმე დღის წინ Honor-მა საზოგადოებას აჩვენა ფლაგმანური View 20, ამჯერად კი TENAA-ს მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა Huawei Nova 4. ამ ორივე სამომავლო სმარტფონს ორი რამ აქვს საერთო. პირველი: დისპლეიზე მრგვალი ჭრილი სელფი-კამერისთვის, და მეორე: 48-მეგაპიქსელიანი  Sony IMX586 სენსორი. სამწუხაროდ, Huawei Nova 4-ს არ ექნება Kirin 980 პროცესორი, როგორც მოსალოდნელი იყო.  

image.jpeg

როგორც ცნობილი გახდა, სმარტფონი იმუშავებს Kirin 970-ზე, წინა მოდელის - Nova 3-ის მსგავსად. ბატარეის მოცულობა იქნება 3750 მილიამპერი/სთ. სმარტფონს ექნება 18-ვატიანი სწრაფი დატენვა. ფრონტალური კამერა 25-მეგაპიქსელიანია, აქვს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერა და სახის ამომცნობი ფუნქცია. 

Huawei Nova 4-ს ექნება 8 გბ ოპერატიული და  128 გბ ჩაშენებული მეხსიერება. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა მეხსიერების სანახი სივრცის გაფართოება microSD ბარათის მეშვეობით. სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება ორ მოდიფიკაციაში: განსხვავება იქნება მხოლოდ კამერების კონფიგურაციების და არა - მეხსიერების მხრივ. 

image.png 

შედარებით ძვირი ვერსიის ძირითადი კამერა 48-მეგაპიქსელიანი იქნება, იაფი მოდელისა კი - 20-მეგაპიქსელიანი.  

Huawei Nova 4-ს ექნება 6,4-დუიმიანი Full HD+ დისპლეი გვერდების ორიგინალური  შეფარდებით: 19,25:9-ზე. სმარტფონის ფასი 400 დოლარი იქნება (უცნობია, რომელი მოდიფიკაციის ფასია). მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ შემდეგი ფერის მოდელებს შორის: Fritillaria White, Bright Black Suyin Blue და Honey Red. 

Xiaomi-ის დასაკეცი სმარტფონის სახელი ცნობილია: Mi MIX 4 

როგორც უკვე ვიცით, კომპანია Xiaomi გეგმავს დასაკეცი სმარტფონის წარდგენას, ამჯერად ცნობილი გახდა მისი სახელწოდება - Mi MIX 4. აქედან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელია, მისი ანონსი არ შდგება 2019 წლის მეორე ნახევრამდე, რადგან მასზე ადრე, გაზაფხულზე, დაგეგმილია Mi MIX 3S-ის პრეზენტაცია. 

image.jpeg 

Mi MIX 4-ს ექნება 6,2-დუიმიანი Quad HD+ ეკრანი. უკანა მხარეს განთავსებულია კამერა 8+16-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი ოპტიკური მოდულებითა და 20-მეგაპიქსელიანი სტანდარტული სენსორებით. 

image.jpeg 

სმარტფონი იმუშავებს Qualcomm Snapdragon 855 პროცესორზე, გრაფიკული ბირთვის სახით წარმოდგენილი იქნება Adreno 640. Snapdragon X50 5G მოდემთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სადებიუტო დასაკეც სმარტფონს ექნება 10 გბ ოპერატიული და 512 გბ-მდე ჩაშენებული მეხსიერება. ასევე ექნება მტვრისა და წყლისგან დამცავი IP67 სტანდარტი და 15-ვატიანი სწრაფი დატენვის შესაძლებლობა.

 

დაანონსდა მსოფლიოში პირველი სმარტფონი ორი ეკრანითა და სამი კამერით 

კომპანია Vivo-მ წარადგინა სმარტფონი, რომელსაც აქვს ორი დისპლეი და სამი კამერა. მისი სახელია vivo NEX Dual Display Edition.  

image.jpeg 

ახალ ფლაგმანს აქვს მინის კორპუსი. წინა მხარეს განთავსებულია 6,39-დუიმიანი Super AMOLED ეკრანი, 2340 х 1080 გაფართოებით. დისპლეი იკავებს ფრონტალური პანელის 91,63 %-ს. მეორე დისპლეის დიაგონალი 5,49 დუიმია. გვერდების შეფარდებაა 16:9. დამატებითი ეკრანის გაფართოებაა 1080 х 1920 (Full HD). 

სმარტფონი მუშაობს  Qualcomm Snapdragon 845 პროცესორზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გბ, ჩაშენებულის კი - 128 გბ. 

image.jpeg 

სმარტფონს არ აქვს ფრონტალური კამერა. ამგვარი რამ უკვე ვნახეთ Nubia X-ის შემთხვევაში. კამერის სამივე მოდული განთავსებული კორპუსის უკანა მხარეს. მთავარი მოდული 12-მეგაპიქსელიანია. დამატებითი სენსორის გაფართოება კი მხოლოდ 2 მეგაპიქსელია. გარდა ამისა, სმარტფონის კონფიგურაციაში შედის Time-of-Flight 3D-კამერა, იგი პირველ რიგში გამოიყენება სახის ამოცნობისთვის. სმარტფონის განბლოკვა ასევე შესაძლებელია ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერის მეშვეობითაც. 

ბატარეის მოცულობაა 3500 მილიამპერი/სთ. სმარტფონი მუშაობს ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie-ს ბაზაზე. აქვს 22,5-ვატიანი სწრაფი დატენვისა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

vivo NEX Dual Display Edition-ის ჩინეთში გაყიდვა 29 დეკემბერს დაიწყება. მწარმოებლის თქმით, იგი მალე გახდება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩინეთის ბაზრისთვის მისი ღირებულება დაახლოებით 725 აშშ დოლარია. 

https://bit.ly/2rwaUSk

https://bit.ly/2QMKt9g

https://bit.ly/2Gevvoi

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.