Magdalena Posted December 12, 2018 Posted December 12, 2018 კომპანია ZTE-ის სუბბრენდმა გამოუშვა მეორე გეიმინგ-სმარტფონი სახელწოდებით - Nubia Red Magic Mars. ჩინეთის ტერიტორიაზე სმარტფონი შთამბეჭდავ ფასად იყიდება და სავსებით ამართლებს გეიმერების მოლოდინებს. ამჯერად უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო ბაზარზე სმარტფონი მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა. „გეიმინგ-მონსტრი“ მუშაობს ფლაგმანურ Qualcomm Snapdragon 845 ჩიპზე, გრაფიკულ პროცესორად კი მასში გამოყენებულია Adreno 616. გაგრილებას უზრუნველყოფს სპეციალური საფირმო თხევადი გაგრილების სისტემა - Nano-Scale. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 10 გიგაბაიტია. ბატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სმარტფონთან დაკავშირებით მთავარ იმედგაცრუებას წარმოდგენს 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორის არარსებობა, რომელიც პირველ Red Magic-ს გააჩნდა. სმარტფონის საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დაუზუსტებელი ცნობებით, Nubia Red Magic Mars-ი ჩინეთის ფარგლებს გარეთ 2019 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება. მისი ღირებულებაც ჯერ უცნობია. https://overclockers.ru/blog/Chernoff_Blog/show/22634/igrovoj-smartfon-nubia-red-magic-mars-vyhodit-na-mezhdunarodnyj-rynok 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.