Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ZTE-ის სუბბრენდმა გამოუშვა მეორე გეიმინგ-სმარტფონი სახელწოდებით - Nubia Red Magic Mars. ჩინეთის ტერიტორიაზე სმარტფონი შთამბეჭდავ ფასად იყიდება და სავსებით ამართლებს გეიმერების მოლოდინებს. ამჯერად უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო ბაზარზე სმარტფონი მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა. 

image.jpeg

„გეიმინგ-მონსტრი“ მუშაობს ფლაგმანურ Qualcomm Snapdragon 845 ჩიპზე, გრაფიკულ პროცესორად კი მასში გამოყენებულია Adreno 616. გაგრილებას უზრუნველყოფს სპეციალური საფირმო თხევადი გაგრილების სისტემა - Nano-Scale. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 10 გიგაბაიტია. ატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. 

სმარტფონთან დაკავშირებით მთავარ იმედგაცრუებას წარმოდგენს 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორის არარსებობა, რომელიც პირველ Red Magic-ს გააჩნდა. 

image.jpeg

 

სმარტფონის საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დაუზუსტებელი ცნობებით, Nubia Red Magic Mars-ი ჩინეთს ფარგლებს გარეთ 2019 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება. მისი ღირებულებაც ჯერ უცნობია. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.