Magdalena Posted December 12, 2018 Posted December 12, 2018 Google +-ში მოხდა მონაცემთა მორიგი გაჟონვა, ამიტომ Google-მა გადაწყვიტა სოციალური ქსელის სამომხმარებლო ვერსია დახუროს დაგეგმილ დროზე ოთხი თვით ადრე: სოციალური ქსელი დაიხურება აპრილში, აგვისტოს ნაცვლად. გარდა ამისა, ქსელზე API წვდომა დაიხურება მომდევნო 90 დღის განმავლობაში. Google-ის ინფორმაციით, ქსელის დაუცველობის გამო დაზარალდა 52,5 მლნ მომხმარებელი, რომელთაც პროფილებში მითითებული ჰქონდათ თავიანთი პირადი ინფორმაცია. მომხდარმა გავლენა იქონია დახურულ ექაუნთებზეც კი. Google+-ში მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ოქტომბერშიც. ხარვეზი კი პირველად მარტში გამოვლინდა, თუმცა არ გაჟღერებულა მის შესახებ, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვან პრობლემებამდე მიიყვანა საქმე. შედეგად, Googleმ-ა გამოაცხადა, რომ დაიხურება სოციალური ქსელის სამომხმარებლო ვერსია, რომელიც დიდხანს იბრძოდა მომხმარებლების მისაზიდად. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მონაცემთა გაჟონვა მათ თავად აღმოაჩინეს და იგი ექვსი დღის განმავლობაში ხდებოდა - 7-დან 13 ნოემბრამდე. „ახალი ხარვეზის აღმოჩენის გამო გადავწყვიტეთ დავაჩქაროთ ყველა Google+ API-ის დახურვა; ეს მომდევნო 90 დღის განვალობაში მოხდება“ -ნათქვამია Google-ის პროექტების მართვის ვიცე-პრეზიდენტის, David Thacker-ის ბლოგში. „ამასთან, გადავწყვიტეთ ბოლო მოვუღოთ Google+-ს 2019 წლის აპრილში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება, რომელიც პრიორიტეტია“. Google+ არსებობას და ოპტიმიზაციას გააგრძელებს მხოლოდ როგორც კომპანიის კორპორატიული პროდუქტი. https://www.theverge.com/2018/12/10/18134541/google-plus-privacy-api-data-leak-developers 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.