Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Google +-ში მოხდა მონაცემთა მორიგი გაჟა, ამიტომ Google-მა გადაწყვიტა სოციალური ქსელის სამომხმარებლო ვერსია დახუროს დაგეგმილ დროზე ოთხი თვით ადრე: სოციალური ქსელი დაიხურება აპრილში, აგვისტოს ნაცვლად. გარდა ამისა, ქსელზე API წვდომა დაიხურება მომდევნო 90 დღის განმავლობაშ. 

Google-ს ინფორმაციით, ქსელის დაუცველობის გამო დაზარალდა 52,5 მლნ მომხმარებელი, რომელთაც პროფილებში მითითებული ჰქონდათ თავიანთი პირადი ინფორმაცია. მომხდარმა გავლენა იქონია დახურულ ექაუნთებზეც კი.  

Google+-ში მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ოქტომბერშიც. ხარვეზი კი პირველად მარტში გამოვლინდა, თუმცა არ გაჟღერებულა მის შესახებ, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვან პრობლემებამდე მიიყვანა საქმე. შედეგად, Google-ა გამოაცხადა, რომ დაიხურება  სოციალური ქსელის სამომხმარებლო ვერსია, რომელიც დიხანს იბრძოდა მომხრებლების მისაზიდად. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მონაცემთა გაჟონვა მათ თავად აღმოაჩინეს და იგი ექვსი დღის განმავლობაში ხდებოდა - 7-დან 13 ნოემბრამდე. 

„ახალი ხარვეზის აღმოჩენის გამო გადავწყვიტეთ დავაჩქაროთ ყველა Google+ API-ის დახურვა; ეს მომდევნო 90 დღის განვალობაში მოხდება“ -ნათქვამია Google-ის პროექტების მართვის ვიცე-პრეზიდენტის, David Thacker-ის ბლოგში. „ამასთან, გადავწყვიტეთ ბოლო მოვუღოთ Google+-ს 2019 წლის აპრილში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება, რომელიც პრიორიტეტია“. 

Google+ არსებობას და ოპტიმიზაციას გააგრძელებს მხოლოდ როგორც კომპანიის კორპორატიული პროდუქტი. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.