Magdalena Posted December 11, 2018 Posted December 11, 2018 (TSMC: Taiwan Semiconductor Manufacturing Company) DigiTimes-ზე გამოქვეყნებული მატერიალის მიხედვით ცნობილი ხდება TSMC-ის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ: კომპანია აპირებს ტაივანში ააშენოს ახალი საწარმო, სადაც მოხდება 200 მმ-იანი სილიკონის ფირფიტების შემუშავება. ამ ფორმატზე კომპანია მუშაობდა ჯერ კიდევ 15 წლის წინ, შემდეგ კი წარმოება კონცენტრირდა 300 მილიმეტრიან ფორმაზე. „ძველ გზაზე“ დაბრუნება TSMC-ს აიძულა სპეციალიზირებულ ტექნოპროცესზე მოთხოვნის ზრდამ. ფოტოს წყარო: TSMC აგრეთვე ცნობილია, რომ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის საგამოცდო წარმოებას TSMC მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს, 2020 წლის შუა პერიოდისთვის კი უკვე მიწოდებული იქნება პროდუქციის პირველი ნაკადი. 2021 წლამდე, TSMC-ის ხელმძღვანელობის შეფასებით, კომპანიის მოგება წელიწადში 5-10%-ით გაიზრდება. ამ პერიოდში ყოველწლიური კაპიტალური დანახარჯები 10-12 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამიტომ, კონკურენტებს შორის TSMC მეოთხე ადგილს იკავებს: იგი ჩამორჩება Samsung-ს, Intel-სა და SK Hynix-ს. https://overclockers.ru/hardnews/show/94842/v-2020-godu-tsmc-osvoit-massovyj-vypusk-5-nm-izdelij Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.